ამინდისაქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში, 12-13 ოქტომბერს – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 11, 12 და 13 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.

სააგენტოს პროგნოზით, 11 ოქტომბერს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, ხოლო 12 ოქტომბრიდან გამოიდარებს და დათბება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხვალ დილიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11 ოქტომბერს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11 ოქტომბერს თოვლია მოსალოდნელი, შემდგომში უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 ოქტომბრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close