საზოგადოებასაქართველო

სამტრედიელ ინგლისურის მასწავლებელს ნინო სტურუას უფლება მიენიჭა, მსოფლიოს 50 განვითარებულ სახელმწიფოში ასწავლოს

სამტრედიელ პედაგოგს, ნინო სტურუას კემბრიჯის უნივერსიტეტმა საერთაშორისო მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ეს ნიშნავს, რომ სამტრედიის პირველი სკოლის ინგლისურის მასწავლებელს უფლება აქვს, მსოფლიოს 50 ქვეყანაში ასწავლოს.

„ყველა ადამიანს თავისი ოცნება აქვს, მათ შორის, მეც. ეს სერტიფიკატი [CELTA – რედ.] ჩემი ყველაზე დიდი, პროფესიული ოცნების ახდენაა. დასტური იმისა, რომ ვარ ინგლისური ენის საერთაშორისო მასწავლებელი, მაქვს უფლება, ეს ენა ვასწავლო მსოფლიოს 50-ზე მეტ განვითარებულ სახელმწიფოში და ეს უფლება თავად კემბრიჯმა ოფიციალურად მომანიჭა“, – წერს ნინო სტურუა.

Celta – ინგლისურის სწავლების კვალიფიკაციის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close