ჰოროსკოპი

რა გველოდება ოქტომბერში – ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვიმზადებს შემოდგომის მეორე თვე – ასტროლოგების პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის.

რა გველოდება ოქტომბერში, რა ნაბიჯების გადადგმა ღირს, რას უნდა მოვერიდოთ, როგორი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამსახურებრივი კარიერა და ა.შ. – გაეცანით ჩვენს ასტროლოგიურ პროგნოზს.

ვერძი

არის საშიშროება, რომ ბევრი სულელური ნაბიჯი გადადგათ, ამიტომ ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ. ამასთან, თვის დასაწყისში შეიძლება მოულოდნელი სიახლე გაიგოთ, რაც თქვენი ცხოვრების ჩვეულ დინებას არსებითად შეცვლის. უნდა გააკონტროლოთ ნერვები, რადგან ხშირად იგრძნობთ გაღიზიანებას და ამის გამო კონფლიქტია შესაძლებელი. მარტოხელებს მეორე ნახევრის პოვნის შანსი აქვთ და აქაც მოულოდნელობის ეფექტი გადამწყვეტი იქნება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გაიძლიერეთ იმუნიტეტი, წინ ზამთარი – გაციებისა და ვირუსების პერიოდი დგება.

სამსახურში ხელსაყრელი გარემო შეიქმნება. წარმატებები ელოდება იმ ვერძებს, რომლებსაც გუნდთან ერთად მუშაობა შეუძლიათ. ვისაც სამუშაოს გამოცვლა უნდა, მათთვისაც ხელსაყრელი თვეა. ნებისმიერი შეცდომა თუ წარუმატებლობა, ასევე, პოზიტიური გამოცდილება მშვიდად უნდა აღიქვათ და ეს ყველაფერი სამომავლოდ გაითვალისწინოთ

კურო

კუროებისთვის ოქტომბერი საოჯახო თვედ იქცევა, როდესაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ახლობლებთან ურთიერთობებს. სწორედ ოჯახი და მეგობრების წრე უნდა გახდეს თქვენთვის პრიორიტეტული. თუ არ გყავთ პარტნიორი, იაქტიურეთ ამ მიმართულებით, გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა.

ჯანმრთელობის მხრივ ეს თვე თქვენთვის გამოცდის პერიოდი იქნება – არაა გამორიცხული სირთულეები, რადგან თქვენი უყურადღებობის გამო უბრალო გაციება შეიძლება პრობლემური გახდეს. იაქტიურეთ ფიზიკურად, ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. ეს თქვენს შრომისუნარიანობასაც აამაღლებს.

სამსახურში მეტი დამოუკიდებლობა გამოავლინეთ. ოქტომბერი კარგი თვეა ახალი იდეებისა და წამოწყებებისთვის. ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა, შეიძლება ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. თუ სამუშაოდან წასვლა გადაწყვიტეთ, „კარს ნუ გამოიჯახუნებთ“ – კარგი ურთიერთობები შეინარჩუნეთ ყოფილ კოლეგებთან. ეს თვე კარგ შანსს მოგცემთ ფინანსური საქმეების გამოსასწორებლად.

ტყუპი

ოქტომბერი ტყუპებს ვერაფრით გაგაკვირვებთ – ყველაფერი მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იქნება, დადგება დიდი ხნის ნანატრი სტაბილურობა. ოჯახში სასიამოვნო ჰარმონია დაისადგურებს ემოციური თვალსაზრისით, ახლობლებისგან აუცილებელ მხარდაჭერას მიიღებთ.
ასევე, არანაირი უსიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ ჯანმრთელობის მხრივ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ ფეხით, იაქტიურეთ.

სამსახურში დგება დრო, როდესაც უნდა იაქტიუროთ, გამოავლინოთ თქვენი ჩვევები, აჩვენოთ პროფესიონალიზმი. გელოდებათ ბრწყინვალე წარმატებები, უფროსობისა და კოლეგების პატივისცემა. შეძლებთ პროექტების რეალიზებას ან თუნდაც პირველი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით.

კირჩხიბი

დადგა მოდუნებისა და მელანქოლიის დრო. შესაძლოა გასული თვის ზოგიერთმა წარუმატებლობამ იმედგაცრუება მოგიტანოთ და საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ, მაგრამ არ შეიძლება ზედმეტად ნერვიულობა – უბრალოდ, ცოტა დაისვენეთ, გააანალიზეთ თქვენი საქციელი და საქმეებს მიხედეთ. მომავალს ოპტიმისტურად შეხედეთ.

ოჯახურ საქმეებში ყურადღების გამახვილება ფინანსებზე მოგიწევთ: შესაძლებელია რაღაც პრობლემები გაჩნდეს, რომელთა გამოც დაუგეგმავი ხარჯები გელოდებათ. თუ ამ საკითხებს დაფიქრებითა და თანმიმდევრულად გადაჭრით, ადვილად დაძლევთ პრობლემებს. პირად ფრონტზე სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზები, საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები გელოდებათ.

ჯანმრთელობას რაც შეეხება, აქ, პირველ რიგში, კვებას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მოაწესრიგეთ რაციონი და მოერიდეთ „გზადაგზა ჭამას“ – არასწორი კვება ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს.
სამუშაოზე მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ხელმძღვანელობის მიერ დასახულ ამოცანებზე, რადგან ახლა მათი ყურადღების ცენტრში ხართ. არაა გამორიცხული, რომ თქვენს მუშაობას აკვირდებიან და ახალი თანამდებობისთვის გამზადებენ, ამიტომ მაქსიმალურად აჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები.

ლომი

ოქტომბერში უნდა მოერიდოთ ნებისმიერ რისკს, განსაკუთრებით, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ის დადებით შედეგს მოგიტანთ. ზოგადად, მოერიდეთ ნებისმიერ რამეს, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს. გაუფრთხილდით თავს და აირიდეთ ნეგატიური ემოციები.
თქვენი შთაგონების, დახმარებისა და მხარდაჭერის მთავარი წყარო თქვენი ოჯახი იქნება. ისინი გვერდით დაგიდგებიან რთულ მომენტებში. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება, თუ პრობლემას მასთან ერთად განიხილავთ და მოსაზრებებს შეაჯერებთ.

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, გაუგებარ სიმპტომებს, თუ ასეთი შენიშნეთ – პროფესიონალებს მიმართეთ, ჩაიტარეთ კომპლექსური გამოკვლევები. ასე შესაძლო გართულებებს აირიდებთ თავიდან.
სამუშაოზე კი ძალზე სასიამოვნო პერსპექტივები გელოდებათ. ვარსკვლავები მათ მფარველობენ, ვისაც კარიერული ზრდა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ამაში დაგეხმარებათ რამე ახალი მიმართულების კვლევა სამსახურში, კვალიფიკაციის ამაღლება, უნარების განვითარება და სხვა. ეს ხელმძღვანელობის თვალში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს.

ქალწული

თვე საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაში ჩაივლის. ბევრჯერ დაეხმარეთ სხვებს, ახლა უკვე საკუთარი თავზე ფიქრის დრო დადგა. ეცადეთ, არ აიღოთ ისეთი ვალდებულებები, რომლებიც სარგებელს პირადად თქვენ არ მოგიტანთ. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება – მეტი დაისვენეთ, გაერთეთ, ისეთ ღონისძიებებს დაესწარით, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. მარტოხელებისთვის ძალიან კარგი დრო დგება პარტნიორის მოსაძებნად.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნება, განსაკუთრებით, თუ მას ყურადღებას მიაქცევთ. თქვენთვის საფრთხეა სტრესი და ზედმეტი გონებრივი დატვირთვა, ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს და ზედმეტად ნუ გადაიღლებით.

რაც შეეხება სამუშაოს, გაქვთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური შანსი, მაგრამ ამ შესაძლებლობას მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ და სხვა საქმეები გადადოთ. არაა გამორიცხული, მოულოდნელად შემოსავალი მიიღოთ, რომელიც გონივრულად უნდა გადაანაწილოთ.

სასწორი

სასწორებისთვის ოქტომბერი სასიამოვნო სიურპრიზების თვეა – დაუგეგმავი მგზავრობები, ნაცნობობა საინტერესო ადამიანებთან. ამ „გაუგებრობებში” შეიძლება აღმოაჩინოთ, რა არის თქვენთვის სინამდვილეში მთავარი, მნიშვნელოვანი. მოუსმინეთ ინტუიციას და დროსა და ენერგიას წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ. იმხიარულეთ, მიიღეთ დადებითი ემოციები.

ბოლო დროს ოჯახში დადებითი ემოციები არ გყოფნიდათ, ამიტომ შეეცადეთ, ახლობლებისთვის რამე დღესასწაული მოაწყოთ. ახლობლები თქვენი მადლიერი დარჩებიან ასეთი საჩუქრისთვის და მათგან სითბოსა და მხარდაჭერას იგრძნობთ.

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ – წინა თვეებში მუდამ სხვებზე ზრუნავდით, ახლა დროა, საკუთარ თავზე იზრუნოთ. ამ თვეში განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების სისტემების მიმართ. უყურადღებოდ არ დატოვოთ პირველივე სიმპტომები.
კარიერაში კი მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევის შანსები გაქვთ, მაგრამ ამას შეიძლება დაშვებულმა შეცდომებმა შეუშალოს ხელი, თუნდაც ისინი უმნიშვნელო იყოს. ასე რომ, ძალიან ყურადღებიანი იყავით სამუშაო ამოცანების შესრულების დროს.

მორიელი

ოქტომბერი თქვენგან გონების მაქსიმალურ მოკრებასა და ყურადღებას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებს ქარაფშუტულად ნუ მიუდგებით, დიდი თანხები არ ჩადოთ არაფერ საქმეში, თუ შედეგში 100%-ით არ ხართ დარწმუნებული. ფულთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ.

ოჯახურ ცხოვრებასა და ნათესავებთან ურთიერთობებში უსიამოვნო გაუგებრობებია მოსალოდნელი, ამიტომ ჯობია, ამაში საერთოდ არ მიიღოთ მონაწილეობა. როგორ ვითარებაც არ უნდა შეიქმნას, ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

ჯანმრთელობის კუთხით ნეგატიური მომენტები ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც ყურადღებაა საჭირო. ამ თვეში დაუცველი იქნება გული და კუჭ-ნაწლავის სისტემა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კვებას და არ ინერვიულოთ.

კარიერულ ასპარეზზე ოქტომბერი სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. შესაძლებელია, წინადადება მიიღოთ ახალი სამსახურის თაობაზე, გაჩნდეს შემოსავლის გაზრდის შანსი. თუმცა, ჯობია, ჯერ კარგად დაფიქრდეთ, რაც არ უნდა მაცდური წინადადება იყოს. არახელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად, ახალი სამსახურის მოსაძებნად და საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად.

მშვილდოსანი

ოქტომბერი მოგცემთ საბაბს, დაფიქრდეთ, რამდენად სწორად აწყობთ თქვენს ცხოვრებას, ხომ არ დადგა დრო, რამე შეცვალოთ? ბევრი იქნება უკმაყოფილების საბაბი, მაგრამ არც სიხარულის საბაბი იქნება ცოტა. შესაძლოა, დაყოვნებამ და გარკვეულმა უძრაობის პერიოდმა, რუტინული საქმეების შესრულებამ გაგაღიზიანოთ. აქამდე საკმაოდ მრავალფეროვანი და აქტიური პერიოდი გქონდათ, ამიტომ ოქტომბერში შეიძლება ცოტა მოიწყინოთ.

ახალი შთაბეჭდილებების წყურვილმა შეიძლება თავგადასავლებისკენ გიბიძგოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით და დაკვირვებით იმოქმედეთ, ემოციებს არ აჰყვეთ, მით უმეტეს, რომ ემოციები, უფრო რომანტიკული ხასიათისა, საკმარისი გექნებათ – ეს თვე არშიყისა და რომანტიკის თვეა, მაგრამ სერიოზული შედეგები ნაკლებად სავარაუდოა.

ჯანმრთელობის მხრივ საშიშროება მოსალოდნელი არ არის, უბრალოდ, დაიცავით ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი.

სამუშაოზე გაჩნდება ახალი საინტერესო მიზნები. ხელმძღვანელობა შეიძლება თქვენით დაინტერესდეს და ახალი საქმეები დაგავალოთ, რომლებსაც ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. და კიდევ ერთხელ – გაუფრთხილდით თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას – დაისვენეთ ხოლმე.

თხის რქა

ოჯახი და პირადი ცხოვრება – ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც ოქტომბერში მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ. ახლობლებმა შესაძლოა სასწრაფოდ საკითხების მოგვარება გთხოვოთ და მათ დასახმარებლად ბევრი რამის გაკეთება მოგიწევთ, მათ შორის, ხარჯებიც არაა გამორიცხული. დიდი ალბათობით, ეს ოჯახში რაღაც ცვლილებებს უკავშირდება – მატებას, დიდ საოჯახო დღესასწაულს.

ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ: შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები, საჭირო გახდეს მკურნალობა ჰოსპიტალიზაციამდეც კი. ამ პერიოდში შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, მოერიდეთ სტრესს. უყურადღებოდ არ დატოვეთ სიმპტომები, ნუ დაიწყებთ „მარჩიელობას“ დიაგნოზთან დაკავშირებით – მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება სამუშაოს, თუ გიფიქრიათ სამსახურის შეცვლაზე, ახლა სწორედ ამის დროა. არაა გამორიცხული, თქვენს სამუშაო ადგილზე ვითარება ისე გართულდეს, რომ ახალი სამსახურის ძებნასთან დაკავშირებით ეჭვი აღარ დაგრჩეთ. სამაგიეროდ, გაქვთ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი.

მერწყული

მერწყულებისთვის ოქტომბერი საინტერესო, მოვლენებითა და შეხვედრებით მდიდარი პერიოდი იქნება, თუმცა იმდენად არასტაბილური და, შეიძლება ითქვას, ქაოსური თვე იქნება, რომ ეს ამ ნიშნის წარმომადგენლების უმრავლესობაზე აისახება. რამდენადმე პრობლემური იქნება ფინანსური მხარე, თუმცა აუცილებელ საჭიროებებზე თანხა გეყოფათ.

ოჯახურ საქმეებში შეიძლება გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც, თუ კარგად არ დაფიქრდებით, მცდარი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, თუნდაც ყველაფერი თქვენთვის ცხადი იყოს. არაა გამორიცხული წარსულიდან ნაცნობების გამოჩენა, რომლებთანაც ურთიერთობები დიდი ხანია გაწყვიტეთ. მათ შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ და ეს ურთიერთობების აღდგენისთვის შესანიშნავი მიზეზი იქნება. მარტოხელებს მეორე ნახევრის პოვნის დიდი შანსები აქვთ.

ოქტომბერი ის თვეა, როდესაც ჯანმრთელობას სერიოზულად უნდა მიხედოთ. თუ ორგანიზმი რამე სიგნალებს გიგზავნით, აუცილებლად მიხედეთ, ჩაიტარეთ კვლევები და პრობლემა საწყის ეტაპზე გადაჭერით.

სამუშაოს რაც შეეხება, აქ ყველაფერი სტაბილურად არის. ჯერჯერობით დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ – პროფესიული განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდი ჯერ არ დამდგარა. მათთვის კი, ვისაც საკუთარი ბიზნესის განვითარება უნდა, ძალზე კარგი დროა.

თევზები

არცთუ სახარბიელო თვეა თევზებისთვის – ესაა დისჰარმონიის პერიოდი იმ თვალსაზრისით, რომ ღრმა ემოციური უფსკრული გაჩნდება რეალობასა და თქვენს წარმოდგენას შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით. ყველაფერი კარგად იქნება სამსახურშიც, პირად ცხოვრებაშიც, ჯანმრთელობის კუთხითაც, მაგრამ თავს დათრგუნულად და ემოციურად გამოფიტულად იგრძნობთ. ამის მიზეზი დაღლილობა და ემოციური „გადაწვა“ იქნება.

მოუსმინეთ საკუთარ თავს, ინტუიცია გიკარნახებთ, თუ რამე კარგად არ მიდის, რა უნდა შეცვალოთ. შესაძლოა, ახალი ჰობის მოძებნა ან, უბრალოდ, გარემოს გამოცვლა დაგეხმაროთ. ოქტომბერი კარგი თვეა ოჯახური მგზავრობის, წვეულებებისთვის. ასეთი შემთხვევებისთვის განაახლეთ გარდერობი და ცოტა ფანტაზია დაიხმარეთ იმიჯისა და სტილის შესაცვლელად.

მოერიდეთ ექსტრემალურ ვითარებებს, სპორტსა და გართობას, სადაც ტრავმის მიღების საშიშროებაა. ჯობს ეს თვე მშვიდად გაატაროთ. სპორტის ნაცვლად ეწვიეთ თეატრებს, კინოთეატრებს, წაიკითხეთ წიგნები და სხვ.

სამსახურში ყველაფერი კარგად აეწყობა. ამის გამო ზოგიერთ კოლეგას შეიძლება თქვენი შეშურდეს. თქვენს ყურამდეც რომ მოვიდეს ზურგს უკან ნალაპარაკევი თქვენ შესახებ, არ ინერვიულოთ – აბა, რა უნდა ქნას წარუმატებელმა კონკურენტმა, რომელიც უძლურებისგან არის გაბოროტებული?!

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close