ვიდეოარტისტი

ლეგენდარული ანა მანიანის გარდაცვალებიდან 50 წელი გავიდა (ვიდეო)

დღეს, 26 სექტემბერს იტალიური კინოს და თეატრის მსახიობის, ლეგენდარული ანა მანიანის გარდაცვალებიდან 50 წელი გავიდა.

„ნანარელა“ (Nannarella) – ეს ანა მანიანის მეტსახელია იტალიაში, რაც მის მიმართ დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს: ასე იტალიელები მხოლოდ უახლოეს, უძვირფასეს ადამიანს უწოდებენ. ანა მანიანიმ (1908-1973 წწ.) 50-ზე მეტ ფილმში, სპექტაკლსა და ტელეფილმში ითამაშა და არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, „ოსკარი“ ფილმში „ტატუირებული ვარდი“ (1955 წ.) შესრულებული მთავარი როლისთვის. სხვათა შორის, ანა მანიანიმ იტალიელი მსახიობი ქალებიდან პირველმა მიიღო „ოსკარი“. საუკეთესოდ აღინიშნა მისი სამსახიობო ნამუშევარი ვენეციაში („დეპუტატი ქალი ანჯელინა“, 1947 წ.), ბერლინის ფესტივალზე („ველური ქარი“, 1958 წ.). აუცილებლად აღსანიშნავია ანა მანიანის სამსახიობო ნამუშევარი პიერ პაოლო პაზოლინის მწვავე სოციალურ დრამაში „მამა რომა“ („Mamma Roma“). მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა „რომი“ 1972 წელს, სადაც პატარა მონაკვეთში საკუთარ თავს განასახიერებს. ანა მანიანის კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ბოლო წლებში ავადმყოფობდა. გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ რომში 1973 წლის 26 სექტემბერს. მის დაკრძალვაზე ზღვა ხალხი შეიკრიბა. თავიდან რობერტო როსელინის საოჯახო აკლდამაში დაკრძალეს, შემდეგ სან ფელიჩე ჩირჩეოს სასაფლაოზე გადაასვენეს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close