რჩევებიშეუცნობელი

ენერგეტიკულად ძლიერი დღე – 23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა: რის გაკეთებაა რეკომენდებული წარმატებისთვის და რა არ უნდა გააკეთოთ?

მიმდინარე წელს დღის და ღამის ხანგრძლივობა 23 სექტემბერს თანაბრდებაამ დღეს შემოდგომის დღეღამტოლობა ანუ ბუნიობა ეწოდება (ზოგჯერ ეს ასტრონომიული მოვლენა 22 სექტემბერს ხდება ხოლმე, მაგ., როგორც 2020 წელს). მზე 12 საათს დაყოფს ჰორიზონტს ზემოთ და 12-ჰორიზონტს მიღმა. შემდეგ კი დღის ხანგრძლივობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (შესაბამისად, საქართველოში) ღამის ხანგრძლივობასთან შედარებით შემცირებას დაიწყებს და 21 დეკემბერს დღე ყველაზე მოკლე იქნება, ღამე კიყველაზე გრძელი.

შემოდგომის დღეღამტოლობა წელს თბილისის დროით 23 სექტემბრის ზუსტად 10:49 სთზე დადგება. მეცნიერებიც და ასტროლოგებიც მიიჩნევენ, რომ ბუნიობა ძლიერი ენერგეტიკული მოვლენაა. მასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხალხში განსხვავებული რწმენები და ტრადიციები არსებობდა

ძველებს ბევრგან მიაჩნდათ, რომ ეს დღე უზარმაზარი სასწაულმოქმედი ძალით იმუხტება. მიღებული იყო დილიდანვე დაბანა, რადგან სწამდათ, რომ წყალთან ერთად არა მარტო ჭუჭყს იშორებ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), არამედ ახალ სასიცოცხლო მუხტს იღებ ახალგაზრდობის და სილამაზის მნიშვნელოვან „ულუფასთან“ ერთად.

რის გაკეთებაა რეკომენდებული შემოდგომის ბუნიობის დღეს:

  • ეს დღე მშვიდად გაატარეთ, დაისვენეთ და განიტვირთეთ. ძველად არსებობდა რწმენა, რომ თუ ბუნიობის დღეს დასვენებას უგულებელყოფ, „ზეციურ ძალებს“ განარისხებ. მოერიდეთ კონფლიქტს, კეთილგანწყობილი იყავით, ცუდი არავის უსურვოთ, რადგან ნეგატიურ ენერგიას დიდხანს ვერ მოიშორებთ.
  • ამ დღეს მადლიერების გამოხატვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – გულწრფელი მადლობა უთხარით სამყაროს ყველაფერი კარგისთვის, რაც თქვენს ცხოვრებაში უკვე მოხდა და სამყარო კვლავაც დაგასაჩუქრებთ ნათელი ენერგიებით, ახალ შანსებს მოგცემთ წარმატების და კეთილდღეობის მისაღწევად.
  • მოიშორეთ ყველაფერი ძველი და უსარგებლო, გამოუყენებელი, გატეხილი და გაცვეთილი ნივთები; კომპიუტერის და ტელეფონის მეხსიერებაც გაწმინდეთ – წაშალეთ ძველი ფაილები, ფოტოები და ახლისთვის სივრცე გაათავისუფლეთ. ამ გზით დაგროვილ ცუდ ენერგიებსაც მოიშორებთ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

რა არ უნდა გააკეთოთ:

  • ძლიერი ენერგიითაა სავსე არა მარტო ბუნიობის დღე, 23 სექტემბერი, არამედ 3 დღე მანამდე და 3 დღე – შემდეგ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები და არც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დიდია ალბათობა, რომ წარუმატებელი იქნება. ახალ საქმეებზე და მნიშვნელოვან საკითხებზე მოგვიანებით დაიწყეთ ფიქრი და მუშაობა.

ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის ძველი რიტუალი კი ასეთია:

ფულის და იღბლის მოსაზიდად იატაკზე 3 მონეტა დადეთ. მათზე ოჯახის ყველა წევრმა უნდა გაიაროს. ამის შემდეგ მონეტები ცალკე ადგილზე შეინახეთ და ყოველთვის, როცა ნახავთ, წარმოთქვით: „მათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ფინანსური კეთილდღეობა და ბედნიერება მოაქვს“.

თუ გსურთ, მავნე ჩვევები მოიშოროთ ან ტოქსიკური ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ, დაწერეთ პატარა ფურცელზე მათ შესახებ, შემდეგ თქვენივე დაწერილი ხმამაღლა წაიკითხეთ, ფურცელი დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ.

გჯერათ თუ არა ამგვარი ნიშნების და რიტუალების, თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ ბუნიობა რომ განსაკუთრებული დღეა, ეს უდავოა. იაპონიაში შემოდგომის ბუნიობის დღე 1948 წლიდან ოფიციალური დღესასწაულია.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close