ამინდისაქართველო
ამინდი 18-19 სექტემბერს – ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად, კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს და 19 სექტემბრის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (უმეტესად, კახეთის რეგიონში), ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარები