საქართველოსპორტი

ვინ შეძლო ქართველი ჰალკის გულის დაპყრობა? – ლევან საგინაშვილი ქორწინდება

გახსოვთ ალბათ, „ქეთო და კოტეში“ ქალაქში ხმა რომ გავარდა, კოტე ქორწინდებაო… ასეა ჩვენი ჰალ­კის დაქორწინების ამბავიც – მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელი, შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო TOP 8 ჩემპიონატის გამარჯვებული, 34 წლის ლევან საგინაშვილი უკვე დაინიშნა და ეს ამბავიც უმალ გავრცელდა.

როგორც ლე­ვანმა „კვი­რის პა­ლიტ­რას“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაუმხილა, მისი რჩე­უ­ლი ლელა ჯა­მას­პიშ­ვი­ლია. ლელა 32 წლი­საა, რუს­თა­ვე­ლია, ისინი ერ­თმა­ნეთს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან იცნობენ.

ფოტო ფეისბუქიდან

„ბეჭ­დის­თვის თითი 28 ზომა მაქ­ვს. ჰოდა, ჩემი ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დის გამო ცუდ დღე­ში აღ­მოჩ­ნდნენ ლე­ლას მშობ­ლე­ბი. რაც ოქრო აქვთ ოჯახ­ში, სულ უნდა გა­და­ად­ნონ, რომ ჩემ­თვის ბე­ჭე­დი და­ამ­ზა­დე­ბი­ნონ“, – ხუმრობს ჰალ­კი.

ლევანი 17 სექტემბერს ამერიკაში გაფრინდა და დაბრუნებისთანავე გეგმავს ქორწილს, თუმცა, როგორც ამბობს, წვეულებების დიდი მოყვარული არ არის და ცერემონიის ვიწრო წრეში გამართვას აპირებს.

ამავე თემაზე: უძლეველი ქართველი ჰალკი ამერიკული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს შეერკინა – სახალისო ვიდეო

 

უძლეველი ქართველი ჰალკი ამერიკული კინოინდუსტრიის ვარსკვლავს შეერკინა – სახალისო ვიდეო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close