ამინდისაქართველო

გაფრთხილება ამინდის შესახებ – 12 სექტემბერს საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარეკახეთის) ტერიტორიაზე, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გუშინ გამოქვეყმნებულ ინფორმაციაში სააგენტო წერდა, რომ 12-13 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან სეტყვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close