მოგზაურობა

ევროპულმა CORENDON-ის ავიახაზებმა თვითმფრინავში ბავშვებისგან თავისუფალი ზონა გამოყო

ევროპულმა Corendon-ის ავიახაზებმა ხანგრძლივი ფრენებისთვის თვითმფრინავში ბავშვებისგან თავისუფალი ზონა დაამატა. ასეთი ტიპის ბილეთის შესაძენად მგზავრებმა $49-ით მეტი უნდა გადაიხადონ. „მხოლოდ ზრდასრულთა“ ზონა მგზავრებს XL ზომის ადგილებსაც სთავაზობს, რომელიც სტანდარტულ ბილეთზე $100-ით ძვირი იქნება.

ამსტერდამიდან კარიბის კუნძულ კიურასაოზე 10-საათიანი ფრენის დროს Airbus A350-900-ის პირველი 12 რიგი, რომელიც 93 სტანდარტულ და 9 XL ზომის ადგილს მოიცავს, სხვა ადგილებისგან გამოყოფილი იქნება მხოლოდ 16 წლის ზემოთ ასაკის მგზავრებისთვის.

„თვითმფრინავის ეს ზონა განკუთვნილია მათთვის, ვინც ბავშვების გარეშე მოგზაურობს და ასევე საქმიანი მგზავრებისთვის, რომლებსაც გზაში მშვიდ გარემოში სურთ მუშაობა“, – ნათქვამია ავიაკომპანიის პრესრელიზში. კომპანიამ ხაზი გაუსვა იმ უხერხულობის შემსუბუქებას, რასაც თავად მცირეწლოვანთა მშობლები განიცდიან მოგზაურობის დროს.

მსგავსი ინიციატივა ბოლო რამდენიმე წელია აქვს AirAsia X-ს, რომლის „მშვიდ ზონაში“ 10 წლამდე ასაკის ბავშვები არ დაიშვებიან. 12 წელზე ზემოთ ბავშვები არ დაიშვებიან სინგაპურის ავიახაზების, Scoot-ის Scoot-in-Silence ზონებში.

Corendon-ის ავიახაზების ფრენები „მხოლოდ ზრდასრულთა“ ზონით 3 ნოემბერს დაიწყება.

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close