სპორტი

კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გაისმა საქართველოს ჰიმნი – პირველ შეხვედრაში 26 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ასევე დებიუტანტ კაბო ვერდეს ნაკრებს სძლია დამაჯერებელი ანგარიშით 85:60 და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს 2 ქულით. F ჯგუფის მეორე შეხვედრაში სლოვენიამ ვენესუელა დაამარცხა და ასევე 2 ქულით მეორე ადგილზეა.

დღევანდელი დღე ისტორიული იყო ქართული კალათბურთისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ და მომავალ მატჩებშიც გამარჯვებაზე ვიყოთ კონცენტრირებულნი.

დღევანდელ დაპირისპირებაში იმაზე უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე მოველოდით. კალათბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის. გოგა ბითაძეს მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე.

მომავალ შეხვედრას რაც შეეხება, სლოვენია გამორჩეული გუნდია, რომლის შემადგენლობაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებთან თამაში დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 28 აგვისტოს გამართავს.

მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის F ჯგუფის მატჩებს იაპონიის კუნძული ოკინავა მასპინძლობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close