ვიდეომიგრაციაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112,  საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

cnn.gr-ს ინფორმაციით, ხანძარი მძვინვარებს თებეში, სადაც ცეცხლმა სამშაბათს, 22 აგვისტოს, დღის ბოლოს ათენი-ლამიის ნაციონალურ ტრასამდე მიაღწია თებეს სიმაღლეზე.  lamianow.gr წერს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან ცეცხლი, რომელიც ნაციონალური ავტომაგისტრალიდან და თებეს ფასიანი გზის სიმაღლიდან ჩანს, უზარმაზარია.

ადგილზე მუშაობს 22 მეხანძრე და 10 ერთეული ტექნიკა, დაღამებამდე ხანძრის ჩაქრობას 3 თვითმფრინავიც ცდილობდა.

მეხანძრეები ცეცხლის ოთხ ფრონტზე იბრძვიან სხვადასხვა რაიონში.

„როიტერის“ ინფორმაციით, რომელსაც სააგენტო საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარი მძვინვარებს.

ბერძნული მედიის ცნობით, დაღუპულები მიგრანტები არიან. ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს, ევროსის რეგიონში, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალი მიგრანტებისთვის პოპულარული მარშრუტია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close