საბერძნეთი

ათენთან ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

ათენის ჩრდილოეთით ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იუწყებიან, რომ ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

ადგილზე 50-ზე მეტი მეხანძრე, 16 ერთეული ტექნიკა, ორი სპეციალური თვითმფრინავი და ვერტმფრენი მუშაობს.

დაიღუპა ადგილობრივი ფერმერი. პოლიცია მიიჩნევს, რომ განგაშის შემდეგ კაცი საკუთარი ცხოველების გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო.

მედია წერს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა დაშავებული – მეხანძრეები და მოხალისეები.

ხანძარი ემუქრება ორ უახლოეს სოფელს – სკერფისა და სარანტის, მიმდინარეობს ევაკუაცია. მეხანძრე-მაშველები ცდილობენ, ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე არ მიაღწიოს .

გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა კუნძულ ევბეაზე და ჩრდილო-აღმოსავლეთით ანოდროსინში. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ალექსანდროპოლისთან. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება გართულებულია.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close