ეკონომიკაქართველები უცხოეთში

საქართველოში ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 782.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.6%-ით, ანუ 5.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა – 73.82 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 45.34 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 40.03 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.64 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.54 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 73.7 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

1tv.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close