19 ქართველს პოლონეთის ტერიტორია დაატოვებინეს
პოლონეთის საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 5-8 აგვისტოს სასაზღვრო პოლიციამ საერთო ჯამში 19 ქართველი დააკავა, რომელთაც პოლონეთში ყოფნის კანონიერი ვადები ამოწურული ჰქონდათ. მათ ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. ინფორმაციას nadodrzanski.strazgraniczna.pl ავრცელებს.
ყველაზე დიდი ჯგუფი პოზნან-ლავიცის სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს. საბუთების შემოწმებისას გაირკვა, რომ მათ პოლონეთში უვიზოდ ყოფნის ვადები ამოწურული ჰქონდათ, ვინაიდან შემოწმებისას სხვა დარღვევები არ გამოვლინდა, აღნიშნულ პირებს ქვეყანა დაატოვებინეს.
ასევე, 4 ქართველი ვროცლავის აეროპორტში დააკავეს, მათაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადები ჰქონდათ ამოწურული. მესაზღვრეების მიერ ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ქართველებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ დაკავებულ ქართველს, რომელიც გდინა-ბერლინის ავტობუსით მგზავრობდა, პოლონეთის და შენგენის ზონაში ყოფნის ვადები 800 დღით ჰქონდა გადაცილებული. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა. პოლიციამ მას ულტიმატუმი წაუყენა, რომ დაუყოვნებლივ წავიდეს ქვეყანაში, სადაც თავშესაფარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთიდან გააძევებენ.
კომენტარები