მსოფლიოეკონომიკასაზოგადოება

ესპანეთში გვალვის გამო წყალსაცავები შრება, წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა

სამხრეთ ევროპაში, მათ შორის, ესპანეთში წლევანდელი ზაფხული რეკორდულად ცხელია. გვალვის შედეგები ესპანეთში სავალალოა – წყალსაცავები, საიდანაც მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება, დამშრალია ან მათში წყლის დონე საგრძნობლად შემცირებულია.

ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში წლის ყველაზე მშრალი დასაწყისი დაფიქსირდა 1960-იანი წლების შემდეგ, როდესაც რეგისტრაცია დაიწყო. ყველაზე მეტად დაზარალდა კატალონიისა და ანდალუსიის რეგიონები. კატალონიის 22 სოფელში, პლუს კიდევ ორ სოფელში კატალონიის სამხრეთში, სადაც 25 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, სასმელ წყალთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უნდა შეამციროს მოხმარება ერთ სულზე 200 ლიტრამდე დღეში (მანამდე შეზღუდვა იყო 230 ლ-მდე). აღნიშნულ რეგიონებში მეურნეობებში წყლის გამოყენებაზე შეზღუდვა დაწესდა.

ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტო AEMET-ის სპიკერი რუბენ დელ კამპო ამბობს, რომ ამ ზაფხულს ესპანეთსა და მთლიანად ევროპაში დაფიქსირებულმა რამდენიმე თბურმა ტალღამ  გვალვა გააძლიერა, შედეგად გაიზარდა წყლის აორთქლება და მისი მოხმარება ადამიანების მიერ, რამაც წყალსაცავებში წყლის დონის შემცირება გამოიწვია.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close