ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ბიჭი ზურგზე მოკიდებული ბავშვით სტიქიის ზონიდან: აი, ასე გადავრჩით (ვიდეო)

დავით ჯელაძე და მისი ოჯახის ცხრა წევრი 3 აგვისტოს სოფელ ურავიდან შოვში გასასეირნებლად წავიდნენ. მზიანი დღე იყო, უნალექო. შოვში ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ და ინტერნეტში დებდნენ. 2 მანქანით ხიდზე იყვნენ, როდესაც ჯერ უცნაური ხმაური მოესმათ, მერე კი მათკენ წამოსული მეწყრის უზარმაზარი მასა დაინახეს…

ოჯახის წევრები მეწყერმა ერთმანეთს დააშორა. დათო და მისი ექვსი წლის დისშვილი – მაშო სრულიად მარტო აღმოჩნდნენ წელამდე ტალახში. მეწყერთან თითქმის 2-საათიანი ბრძოლის შემდეგ დათომ მაშო სამშვიდობოს გაიყვანა და მერე ოჯახის სხვა წევრების საშველად წავიდა. მათთან რომ მივიდა, ამასობაში ვერტმფრენმაც მოუსწროთ და მაშველებმა ყველანი სამშვიდობოს გამოიყვანეს.

ამ გადარჩენის ამბავს გვიყვება დათო ჯელაძე, ბიჭი ლურჯი მაისურით და ზურგზე მოკიდებული ბავშვით, რომლის ფოტოც ინტერნეტში გავრცელდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close