საზოგადოებაnewsსაბერძნეთი
თესალონიკში საქალაქო ავტობუსს მგზავრების გადაყვანის დროს ცეცხლი გაუჩნდა
კვირას, 23 ივლისს OASTH-ის საქალაქო ავტობუსს, რომელიც მორიგ რეისს ასრულებდა თესალონიკის ევოსმოსის რაიონში, მეგალუ ალექსანდრუს ქუჩაზე, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა დაახლოებით დილის 10-ის ნახევარზე მოხდა. მოძრავ ავტობუსს ცეცხლი უკანა ნაწილში მოკლე ჩართვის გამო წაეკიდა. მოკლე ჩართვა ელექტროსადენის პრობლემამ გამოიწვია. მძღოლი არ დაიბნა და მაშინვე გააჩერა სატრანსპორტო საშუალება. OASTH-ის ცნობით, 7-ვე მგზავრმა უსაფრთხოდ დატოვა ავტობუსი.
მომხდარის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ მიიღო სახანძრო სამსახურმა, მეხანძრეები სწრაფად მივიდნენ ადგილზე და ცეცხლი ჩააქრეს. ავტობუსი დეპოში გადაიყვანეს. მისი დაზიანება არც ისე დიდია, რამდენადაც ცეცხლმა ვერ მოასწრო ძარაზე გადასვლა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები