საზოგადოებასპორტი
რუსმა მოჭადრაკემ სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე მსაჯს ჭადრაკის დაფით სცემა
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში საჭადრაკო ტურნირის დროს სკანდალური ინციდენტი მოხდა.
ერთ-ერთმა მონაწილემ მსაჯს სცემა, აგრეთვე, სერიოზული დაზიანებები მიაყენა კლუბის ადმინისტრატორსა და დაცვის სამსახურის წევრს.
ინციდენტის დროს თავდამსხმელმა ჭადრაკის დაფა გამოიყენა. შედეგად, დაზარალებულებმა თავისა და სახის ტრავმები მიიღეს, მათ შორის, ჭრილობები ყურსა და ცხვირზე.
იტყობინებიან, რომ 63 წლის მსაჯი საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტი 20 ივლისს, ჭადრაკის საერთაშორისო დღეს მოხდა.
1tv.ge
კომენტარები