newsსაბერძნეთი

საბერძნეთი: პატრასთან ხიდი ჩამოინგრა, ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

დღეს, 23 ივლისს დასავლეთ საბერძნეთში, ქალაქ პატრასთან ახლოს მშენებარე ხიდი ჩამოინგრა: ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ტელეარხი ERT იუწყება, რომ ხარადროსის რაიონში, ქალაქ პატრის წრიული გზის შესასვლელთან, პატრა-პირგოსის მონაკვეთზე, 206 კილომეტრზე პატრის მიმართულებით, ჩამოინგრა მონაკვეთი ხიდისა, რომელიც 2 წლის განმავლობაში შენდებოდა. შემთხვევა 12:47 სთ-ზე მოხდა ადგილობრივი დროით.

ნაგებობა არის მოძრაობის თითოეულ ხაზზე ორი ტყუპი ხიდის (სიგრძით 167 მ და 169 მ) ნაწილი, რაც კონსტრუქციის ადეკვატურობის კუთხით პრობლემებს ქმნიდა. სარესტავრაციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო, პროექტის ღირებულებამ 6,5 მლნ ევროზე მეტი შეადგინა.

ბერძნული ტელეარხის – ERT-ს ცნობით, პატრაში ჩამონგრეული ხიდის ნანგრევების ქვემოდან ადამიანთა ხმები ისმის. მაშველები სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს და დრონსაც იყენებენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ხიდის ქვეშ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ბოშები. ხიდზე ნგრევის დროს სამუშაოები მიმდინარეობდა, ხიდის მონაკვეთთან ერთად ექსკავატორიც ჩავარდა, რომელიც ნანგრევების თავზეა და ამჟამად მისი ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს, რათა გაარკვიონ, არიან თუ არა ადამიანები ნანგრევების მახეში. ადგილზე მობილიზებულებია სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ხიდი ერთ-ერთი პირველია, რომელი ათენიდან პატრისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. ხიდის ჩანგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სწორედ ამ მონაკვეთზე 20 ივლისიდან მოძრაობა აკრძალული იყო დაგეგმილი კონტროლირებადი ნგრევის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close