კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17-23 ივლისი
17 ივლისს ახალმთვარეობაა და შემდეგ, თვის ბოლომდე დედამიწის თანამგზავრი მზარდ ფაზაში იქნება. ეს არის განახლების პერიოდი და 2023 წლის 17 ივლისიდან 23 ივლისამდე ვარსკვლავები სიცოცხლისუნარიანობის გააქტიურებას, შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდას და სულიერ ამაღლებას პროგნოზირებენ ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. მაგრამ ძლიერ ენერგიებს, რომლებიც ამ პერიოდში საკმაოდ ჭარბადაა, არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი გავლენაც ექნება. მათი ზემოქმედებით, სავარაუდოა გაღიზიანების ზრდა, კონფლიქტური სიტუაციების გაჩენა და დაავადებების გამწვავება. როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო შედეგები და ნებისმიერი ვითარებიდან გამარჯვებული გამოვიდეთ, ამას ჩვენი ასტროლოგიური პროგნოზიდან გაიგებთ.
ეს კვირა წარმატებას და სტაბილურობას გპირდებათ ცხოვრების ყველა სფეროში. უმეტესი თქვენგანი უპრობლემოდ გადალახავს პრობლემებს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენი ოჯახისა და ახლობლების ინტერესებზე. სამსახურში ბევრი არ ისაუბროთ საკუთარ თავზე, კოლეგებს ჭორებისთვის „საკვები“ არ მისცეთ. ხუთშაბათს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და პროექტებს, უმჯობესია ძველები დაასრულოთ. სერიოზულად იფიქრეთ მოახლოებულ შვებულებაზე და საკითხის ფინანსურ მხარეზე. შაბათ-კვირას მოულოდნელ სტუმრებს ელოდეთ, რომლებიც სახლში მხიარულებას შემოიტანენ და გაგახალისებენ.
სასიკეთო დღეები: 17, 20.
არასასიკეთო დღე: !9.
კურო
ამ კვირაში შესაძლოა წინა პლანზე წამოვიდეს კარიერული საკითხები. მთავარია, არ გარისკოთ, ბევრი არ ისაუბროთ და არ ჩაერთოთ თავგადასავლებში. უსიამოვნებების თავიდან აცილება შესაძლებელია მოვლენების მიმდინარეობის კარგად გაანალიზებით და პრიორიტეტების თავიდან განსაზღვრით. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვების პრობლემების მოგვარებას, საკუთარ საქმეებს მიხედეთ, სხვების პრობლემებს თქვენ მაინც ვერ გადაჭრით. სამშაბათს, სავარაუდოდ, ისეთი ენერგიული იქნებით, რომ ბევრის გაკეთებას შეძლებთ. ხუთშაბათს მეგობრები დაგეხმარებიან ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში, პარასკევს კი პირიქით, მარტო მუშაობა მეტ შედეგს მოგიტანთ. შაბათ-კვირას დროს სასიამოვნოდ გაატარებთ, განსაკუთრებით თუ ქალაქგარეთ წახვალთ უპრეტენზიო, ხალისიან და მეგობრულ ადამიანებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 18, 22.
არასასიკეთო დღე: 20.
ტყუპი
შეეცადეთ ამ კვირაში თქვენს პრიორიტეტებს გადახედოთ. ახალი სიტუაციები მოტივაციას მოგცემთ, რათა თქვენი პოზიციები გააუმჯობესოთ ყველა სფეროში. თუ რამე მნიშვნელოვანი სამუშაო ან დავალება გაქვთ შესასრულებელი, უმჯობესია დაუყოვნებლივ დაასრულოთ. სავარაუდოა, რომ კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა გექნებათ. ამ კვირაში თქვენი გრძნობები და აზრები სიღრმეს შეიძენს. ეს დრო განსაკუთრებით კარგია სიყვარულის ახსნისთვის და მათთვის, ვისაც მუშაობაში მუზა სჭირდება. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს თქვენ არ გეხებათ, არის შანსი, რომ შემოქმედებითი ძალების მოზღვავების წყალობით, რთული საკითხის არასტანდარტული გადაწყვეტა შეძლოთ, მოიფიქროთ რაიმე ორიგინალური, რაც წარმატებას მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 19, 22
არასასიკეთო დღე: 21.
ამ კვირაში კმაყოფილი დარჩებით მოვლენების მიმდინარეობით ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც კარგ მოგებას გპირდებათ, სავარაუდოდ, ბოლოს და ბოლოს დამტკიცდება. ბევრი თქვენგანი ამ კვირაში, სახლში ან პროფესიაში, ფართომასშტაბიანი გარდაქმნებით იქნება დაკავებული, მაგრამ ახლა კარიერულ საკითხებზე და მატერიალურ სიმდიდრეზე არ უნდა ჩაიციკლოთ, ჯობია სულიერ სიმშვიდეზე იფიქროთ. შეეცადეთ კვირის ბოლოს მაინც დაისვენოთ. რომანტიკულ სფეროში სასიამოვნო მოვლენებს უნდა ელოდოთ – თქვენი პარტნიორი განსაკუთრებული სიურპრიზით გაგაოცებთ და გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 17.
ამ კვირაში თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ბევრ თქვენგანს მეტი შესაძლებლობა მიეცემა, რეპუტაცია გაიუმჯობესოს და ცხოვრების დონე აიმაღლოს. ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ეს არახელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის. ახლა არ არის ინტენსიური კომუნიკაციისა და პროფესიული ზრდის მცდელობისთვის ხელსაყრელი პერიოდი. პირადი ცხოვრება ძალიან ნაყოფიერი და სასიამოვნო შეგრძნებებით იქნება სავსე. შაბათ-კვირა ნათესავებთან, მეგობრებთან შეხვედრებს, ბავშვებთან აქტიურ, ხალისიან ურთიერთობას დაუთმეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 17.
როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, დროა წარმატების ტახტზე ახვიდეთ, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში გაუმჯობესებას დაემატება ძალიან საინტერესო ამოცანები პროფესიული მიმართულებით. რთული სიტუაციები მშვიდად აკონტროლეთ და მალე ყველაფერი თქვენთვის ხელსაყრელად გადაწყდება. პირად ცხოვრებაში თუ ურთიერთობა დასრულდა, შეეცადეთ, მეგობრულად დაშორდეთ ერთმანეთს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ზურგს უკან შესაძლებელია ინტრიგები. საკმარისი დრო დაუთმეთ ახლობლებს, სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმენით. კარგი იქნება, თუ კვირას მთელი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის პიკნიკს მოაწყობთ.
სასიკეთო დღეები: 17, 18.
არასასიკეთო დღე: 20.
ეს კვირა შეიძლება საკმაოდ რთული და საკამათო იყოს ბევრი განსხვავებული საქმით და თქვენ არ იცით, რომლით დაიწყოთ და რას მიანიჭოთ უპირატესობა. სამსახურში შეიძლება ახალი მფარველი ან ხელმძღვანელი გამოგიჩნდეთ, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს დააფასებს. მოსალოდნელია თქვენს კარიერაში ახალი ათვლა დაიწყოს. ოთხშაბათს საოფისე პრობლემების მოგვარებამ შეიძლება ენერგია წაგართვათ, მაგრამ განწყობა საქმიანი და ოპტიმისტური გექნებათ. საყვარელი ადამიანები საჭირო დროს თქვენ გვერდით იქნებიან და დაგეხმარებიან. პარასკევს საქმიანი მოლაპარაკებები გელოდებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა საკუთარ თავს დაუთმოთ და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 20, 21.
არასასიკეთო დღე:19.
მორიელი
საკმარისია ღრუბლებში ფრენა, ჯობია დედამიწაზე დაეშვათ და ბედნიერება იპოვოთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მათთვის, ვინც დაქორწინებული ხართ, ეს კვირა ძალიან კარგი პერიოდია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის ჰარმონიზაციის ემოციური მოთხოვნილება გექნებათ. მაქსიმალურად მზად იქნებით, დაეხმაროთ პარტნიორს, რათა თქვენ შორის ურთიერთგაგებამ ახალ სიმაღლეს მიაღწიოს. ღრმა აზროვნება და სწორი ხედვა გექნებათ, რაც შეცდომებისგან დაგაზღვევთ. სამსახურში ხელმძღვანელების, პარტნიორების და კლიენტების საინტერესო იდეით მოხიბვლას შეძლებთ, რაც კარიერული წინსვლისთვის კარგ პირობებს შეგიქმნით. არ დაივიწყოთ დაპირებები, რომლებიც გაეცით – პირის გატეხა სახელის გატეხის ტოლფასია. კვირის ბოლოს აუცილებლად შეეხმიანეთ მეგობრებს და დრო მათთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 17.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ნუ იქნებით მოღუშული და უხასიათო, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, უფრო ხშირად უნდა დაესწროთ მნიშვნელოვან საქმიან ღონისძიებებსა და შეხვედრებს. სამშაბათს ნუ შეეწინააღმდეგებით თქვენს ინტუიციურ სურვილებს. დიდი შანსია, რომ ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ თქვენი პერსპექტიული პროექტებისა და წამოწყებისთვის. ხუთშაბათს წვრილმანებზე ნუ დაკარგავთ დროს, რადგან შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გამოტოვოთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ ოჯახთან ერთად კარგად დაისვენოთ. ვინც ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, სავარაუდოა, რომ რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებთ.
სასიკეთო დღეები: 17, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
ახალი რომანტიკული ურთიერთობები შეიძლება იყოს სტიმული წარმატების მისაღწევად ცხოვრების ყველა სფეროში. ეს ურთიერთობა შთაგაგონებთ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით მიმდინარე კვირის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ეს განსაკუთრებით სტუდენტებს ეხება, რომლებსაც ყველა შესაძლებლობა აქვთ, დიდ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიონ. ფინანსური თვალსაზრისით უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ეიფორიის განცდამ საღი აზრი არ დაჩრდილოს და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. პარასკევს ფრთხილად და ყურადღებით იყავით პროფესიული დავალებების შესრულებისას, ამ დღეს არ გადადოთ დაწყებული საქმე, აუცილებლად გააკეთეთ, რის გაკეთებაც შესაძლებელია. შეეცადეთ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გახვიდეთ, კარგი განტვირთვა თუ გინდათ და მომდევნო კვირას უფრო ენერგიულად და ხალისიანად დაიწყებთ.
სასიკეთო დღეები: 18, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
ამ კვირაში, ვარსკვლავების წყალობით, უსიამოვნებები გვერდს აგივლით. თუ საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ეხება, თქვენი ფხიზელი გონება და ვარსკვლავების კეთილგანწყობა შეცდომებისგან გიხსნით. თქვენი ამაღლებული განწყობა, ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა საშუალებას მოგცემთ, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე მოელოდით. ხუთშაბათს პრობლემების გადაწყვეტას ნუ გადადებთ – შემდეგისთვის გადადებული უბრალო წვრილმანიც კი მოგვიანებით აუტანელ ტვირთად გადაიქცევა. პირად ურთიერთობებში სიმშვიდე სუფევს.
სასიკეთო დღეები: 19, 22.
არასასიკეთო დღე: 23.
ამ კვირაში თქვენი წარმატება თქვენი არჩევანის სისწორესა და მოქმედებების თანმიმდევრულობაზე იქნება დამოკიდებული. ეცადეთ, წვრილმანებზე არ გაგეფანტოთ ყურადღება და მთავარი არ გამოგრჩეთ. სამშაბათს ირგვლივ მყოფების იმედი არ გქონდეთ, ყველაფერი თავად გააკეთეთ და თუ არ შეგიძლიათ, მკაცრად აკონტროლეთ თანაშემწეების საქმიანობა. ამ დღეს შესაძლებელია თაღლითობა და ინფორმაციის დამახინჯება, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ მსგავსი საფრთხეები. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და ბავშვებს. პირად საკითხებში ჰარმონია ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
თამთა გურული
ასევე, დაგაინტერესებთ: რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან
კომენტარები