რჩევები

რას მოუტანს 3 ივლისის სუპერმთვარე თითოეულ ადამიანს და რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს

2023 წლის 3 ივლისს სუპერმთვარეა. მას ირმის მთვარესაც უწოდებენ და როგორც წესი, ეს პერიოდი ადამიანებისათვის ემოციური არასტაბილურობით, სტრესითა და დაძაბულობითაა გამორჩეული, ამიტომაც ყურადღებით უნდა ვიყოთ და გარკვეული რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.

როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, ამ მოვლენას სუპერმთვარეობას უწოდებენ. ეს შესაძლოა, წელიწადში 3-4-ჯერ მოხდეს და საკმაოდ იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა. რაც შეეხება მეორე სახელს, ირმის მთვარეს, ეს სახელი ინდიელი ტომებიდან მოდის, რადგანაც ისინი თვლიდნენ, რომ ზუსტად ამ პერიოდში ეზრდებათ ირმებს რქები.

სხვათა შორის, 3 ივლისს ჰორიზონტთან სიახლოვის გამო, დედამიწის თანამგზავრს შეუძლია ყვითელი ან ვარდისფერი შეფერილობაც კი მიიღოს.

რა არ უნდა გააკეთოთ სუპერმთვარის დროს?

  • უმჯობესია, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ, რადგანაც შესაძლოა, არასასურველი შედეგი მიიღოთ.
  • თუ დიდი ხანია, პირადი ურთიერთობების გარკვევა გსურთ, შეეცადეთ, ეს სუპერმთვარის დროს არ გააკეთოთ და მომდევნო დღეებისთვის გადადოთ.
  • არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები, როგორც წესი, სუპერმთვარის დროს ემოციებთან ერთად, გარემოც არასტაბილურია და შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მიიღოთ.
  • არ მიიღოთ ნაჩქარევი და რადიკალური გადაწყვეტილებები

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close