სპორტი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა დასაწყისში მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, მაგრამ შეტევების განვითარება ჭირდა – ისრაელი დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა.

ტაიმი 0:0 დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შესვენებამდე მეტოქესთან შეჯახებისას ივა გელაშვილი დაშავდა: ცხვირი გაუტყდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა – მოედანზე მის ნაცვლად საბა ხვადაგიანი შევიდა.

მეორე ნახევარი ძალიან უსიამოვნო მომენტით დაიწყო – მეკარესთან პირისპირ ომრი განდელმანი დარჩა, მაგრამ საქართველოს ნაკრები გადარჩა.

66-ე წუთზე წიტაიშვილი კარგად შეიჭრა ისრაელის საჯარიმოში, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მეტოქის მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმიდან საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარად გახდა. გუნდი სტადიონზე მოსული მაყურებლის (44, 338 – ახალი რეკორდი) უდიდეს მხარდაჭერას გრძნობდა. ბოლო წუთებზე ბურთის გატანას დავითაშვილი და გაგუა ცდილობდნენ, მაგრამ ისრაელის დაცვა უნაკლოდ თამაშობდა და საქართველოს შეტევებს იგერიებდა.

საბოლოოდ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

დამატებით დროში რამაზ სვანაძემ შეტევის გასამწვავებლად ნახევარმცველი გაგნიძე თავდამსხმელით, გულიაშვილით შეცვალა, თუმცა ამან საქართველოს ნაკრებს ვერ უშველა და დამატებითი დროც 0:0 დასრულდა.

დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ისრაელის ნაკრებმა უკეთ შეასრულა (საქართველომ 3 ბურთი გაიტანა 5-იდან, ისრაელმა 4 – 4-იდან, მეხუთის დარტყმა აღარ დასჭირდათ)  და ევრო 2023-ის ნახევარფინალში გავიდა.

1-ელ ივლისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა – ესპანეთი შვეიცარიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში, 103-ე წუთზე ესპანელებმა შეძლეს გოლის გატანა და 2:1 მოიგეს, შესაბამისად, ნახევარფინალში ესპანეთი ითამაშებს.

2 ივლისს კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება: ინგლისი – პორტუგალია, საფრანგეთი – უკრაინა. თუ ინგლისი და საფრანგეთი მოიგებენ და ნახევარფინალში გავლენ, საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის უკრაინას დაუპირისპირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close