მსოფლიოnewsამინდი

EU: მსოფლიოში ივნისის საშუალო ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის ოფისის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში, აღნიშნული პერიოდისთვის ყველაზე მაღალი გლობალური საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა და წინა წლების რეკორდებს გადააჭარბა.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის განცხადებით, 2023 წელს მსოფლიოში ERA5-ის მონაცემებისთვის, რომლებიც დაახლოებით 1950 წლიდან აღირიცხება, რეკორდულად ყველაზე თბილი ივნისის დასაწყისი დაფიქსირდა. ექსპერტთა შეფასებით, რეკორდული ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ ტემპერატურა დაეცა, თუმცა ახალი რეკორდი სამომავლოდ უფრო ექსტრემალურ ტემპერატურებზე მიუთითებს, რადგან პლანეტა El Niño-ფაზაში შედის, რომელიც შესაძლოა, წლებიც კი გაგრძელდეს.

ევროკავშირის კოპერნიკის ოფისის მკვლევრების განცხადებით, ივნისის დასაწყისში გლობალური ჰაერის ტემპერატურა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 1.5°C-ით პირველად გაიზარდა. „კოპერნიკის“ მონაცემებით, 7-11 ივნისს გლობალური დღიური საშუალო ტემპერატურა 1.5°C-ზე ან მის მაღლა იყო, ხოლო 9 ივნისს მაქსიმუმს, 1.69°C-ს მიაღწია.

ოფისის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 და 9 ივნისს გლობალური საშუალო დღიური ტემპერატურა დაახლოებით 0.4°C-ით აღემატებოდა იმავე პერიოდის გასული წლების რეკორდულ მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ კლიმატის ცვლილებების დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვაა აუცილებელი. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიოს ქვეყნებმა 2015 წელს პარიზის კლიმატურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close