ხელოვნებაარტისტი

ჩვენი საიტის „პოპულარულის“ კატეგორიის ლიდერი ანრი ჯოხაძის სიმღერები YouTube-ის პოპულარულებს შორისაა (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მომღერალ ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიეძღვნა – ამ კონცერტზე შესრულებული 21 სიმღერიდან, სულ ცოტა, 7 YouTube-ის „პოპულარულებშია“. „ეს დიდებული ქართული მუსიკის გამარჯვებაა“, – თქვა მომღერალმა ნოე სულაბერიძის გადაცემა „ნოესთან“ სტუმრობისას.  

ამ 7 სიმღერიდან  YouTube-ის პოპულარულებში პირველ ადგილზე გიორგი ცაბაძის სიმღერა „საქართველოს მანანებოა“, რომელიც ანრიმ „რანინას“ ნამდვილ ვარსკვლავებთან, ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად შეასრულა.

ანრი ჯოხაძემ გადაცემაში „ნოესთან“  აქამდე უცნობი ისტორიის შესახებაც ისაუბრა.

„ეს არის ურთულესი ამბავი ჩვენს ოჯახში, დედმამიშვილებში მაგდა არის უფროსი, მაგრამ მანამდე ჩემს მშობლებს შეეძინათ ვაჟი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა. დღეს ძალიან ბევრი რამ გაიშიფრა იმ წლებში ბავშვების მოტაცება გაშვილების შესახებ. ამას წინათ თამუნა მუსერიძესთან ვსაუბრობდი და მან დამაკვალიანა, საიდან უნდა დამეწყო სიმართლის დადგენა.

დღეს საკმაოდ მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა, რომელიც ჩემი მშობლების პირველი შვილია, ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია. ახლა უნდა იყოს 47 წლის.

მთელი ცხოვრება მაქვს ამისი განცდა, ყველაზე რთულია რუსიკოსთვის ამ ყველაფრის გააზრება,  დამოუკიდებლად ვეძებ, მაგრამ რუსიკომ იცის. ექიმი, რომელმაც ამშობიარა დედა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მიჩნეული ამ საქმეში“, – ამბობს ანრი.

გადაცემიდან კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ ანრის შესახებ.

მანანა ბანძელაძე

მსგავს თემაზე: „ინფარქტს გადავრჩით…“ – ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close