საზოგადოებატექნოლოგიები

«Ξου ξου»: კოღოებისა და ტარაკნების წინააღმდეგ 26 წლის ბერძენმა მობილური დანართი შექმნა – უფასო და ეფექტიანი

ლონდონში მცხოვრებმა 26 წლის ბერძენმა ხრისტოს აპოსტოლუმ ქალაქ ლარისიდან ინოვაციური მობილური დანართი შექმნა, რომელიც წარმატებით აფრთხობს კოღოებს და ტარაკნებს.

«Ξου ξου» შესანიშნავად ცვლის ყოველგვარ სპრეებსა და ტაბლეტებს ამ აბეზარი მწერების წინააღმდეგ და თანაც მათთან შედარებით კიდევ ის უპირატესობა აქვს, რომ აბსოლუტურად უფასოა და არც არანაირ სუნს არ გამოსცემს. უბრალოდ, აკრიფეთ  «Ξου ξου» ბერძნული ან ინგლისური ასოებით საძიებო სისტემაში და გადმოწერეთ დანართი.

26 წლის ხრისტოს აპოსტოლუმ მისი მოქმედების პრინციპი განმარტა: ღილაკის დაჭერით მობილური ტელეფონის დინამიკიდან ხმოვანი ფაილი აქტიურდება. ამ ხმებს ადამიანის ყური ვერ აღიქვამს განსაკუთრებული სიხშირის გამო, თუმცა ეს სიხშირეები ძალიან არ მოსწონთ კოღოებს და ტარაკნებს და აფრთხობს მათ. დანართს არ სჭირდება, რომ ტელეფონი ინტერნეტშში იყოს ჩართული და დაახლოებით 9 კვადრატული მეტრ ფართობზე მოქმედებს. გამაღიზიანებელი ხმები 60-ზე მეტი სახეობის მწერს აფრთხობს. დანართის ეფექტიანობა 80%-ზე მეტით ფასდება, წერს გამოცემა ewsbeast.gr.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close