დღის თემასპორტი

„მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ დაამარცხა 1:0 და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელსაც თურქეთის ქალაქმა სტამბოლმა უმასპინძლა, ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალში „სამეფო კლუბის“ განადგურების შემდეგ ფავორიტად ინგლისური გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ შეხვედრის ნახევარზე მეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა.

ფინალურ მატჩში გარდამტეხი აღმოჩნდა როდრის უზუსტესი ძლიერი დარტყმა და 68-ე წუთზე „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა. „ინტერმა“ თამაშის გადარჩენა სცადა, მაგრამ ინგლისელები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და იტალიელებმა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.

ლუკაკუს 89-ე წუთზე ჰქონდა შესანიშნავი შანსი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გადაერჩინა, მაგრამ „სიტი“ გადარჩა და ანგარიში არ შეიცვალა.

საბოლოოდ „მანჩესტერ სიტიმ“ 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფით დაასრულა.

1tv.ge

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მილანი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა. თავის მხრივ, „მილანმა“ ნახევარფინალის H2 საგზური მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ გამარჯვებით მოიპოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close