კრიმინალისაბერძნეთი

ნარკოტიკები ბანანებში – საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მლნ ევროს კოკაინი აღმოაჩინა

საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში, რომლებიც საბერძნეთში ლათინური ამერიკიდან ჩავიდა, 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა, – ამის შესახებ „კათიმერინი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ საბერძნეთის პოლიციამ, თესალონიკის პორტში ორი საეჭვო კონტეინერი შეამოწმა და  მათში161 კილოგრამი წონის კოკაინი აღმოაჩინა.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, აკრძალული ტვირთის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3,2 მილიონი ევროა და  ის საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გასავრცელებლად იყო განკუთვნილი.

„კათიმერინის“ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე 14 ეჭვმიტანილი დააკავა: 10 – საბერძნეთში, 4 კი – ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში.

მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close