ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა.
უენოს პარკში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული კერძების სტენდები, გაიყიდა ქართული ღვინო, თაფლი, წიგნები, სასმელები; მოეწყო ტრადიციული სამოსის ჩვენება. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, არა მარტო გასცნობოდნენ ქართულ დამწერლობას, არამედ მონაწილეობა მიეღოთ სწავლების პროცესში, ე. წ. ვორკშოპში.
იაპონიაში არსებულმა, იაპონელების მიერ შექმნილმა ქართული ცეკვის ჯგუფმა „საფირონებმი“ საკონცერტო პროგრამა წარმოადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მათ მიერ შესრულებული „მთიულური“.
26 მაისს კი ტოკიოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა. საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებას 200-მდე იაპონელი პოლიტიკოსი, ბიზნესის, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენელი და იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ღონისძიებას იაპონიის საიმპერატორო ოჯახის წევრი, პრინცესა ცუგუკო დაესწრო.
მიღებაზე იაპონურმა ანსამბლმა „იამაშიროგუმიმ“ „მრავალჟამიერიც“ დააგუგუნა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები