ჰოროსკოპი

3 ყველაზე თავკერძა ზოდიაქოს ნიშანი

ზოდიაქოს სისტემის 12 ნიშნიდან თითოეული თავისი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა. ქვემოთ ნახეთ, რომელია ყველაზე თავკერძა ნიშნები და რატომ არის ძნელი მათთან ურთიერთობა. შეგახსენებთ, რომ ასტროლოგების თქმით, გამთენიისას დაბადებულ ადამიანებს ყველაზე სრულად აქვთ გამოხატული იმ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის თვისებები, რომელსაც მიეკუთვნებიან.

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლები ცნობილი არიან, როგორც გულუხვი ადამიანები, წარმატებული ბიზნესმენები და ერთგული მეგობრები, თუმცა მათ აქვთ უარყოფითი მხარეც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის დარწმუნებულები არიან თავის სიმართლეში და თითქმის შეუძლებელია, რომ ვინმემ აზრი შეაცვლევინოთ. მაშინაც კი, თუ თქვენ უტყუარი ფაქტები გაქვთ, კურო ყოველთვის იპოვის პასუხს და  გაიძულებთ კიდეც, დაიჯეროთ მისი სიმართლე. ამავდროულად, კუროს ნიშნის წარმომადგენლები გულწრფელად იტყვიან, რომ მზად არიან, აღიარონ დანაშაული, თუ შეცდნენ. და თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ ისინი არასოდეს ცდებიან, ყოველ შემთხვევაში საკუთარ თვალში. ამავე დროს, კურო წარმოუდგენლად თვითკმარი და თავდაჯერებულია, ამიტომ კრიტიკის აღქმის უუნარობა  – ეს მხოლოდ მათი ხასიათის თვისებაა. თვითკმარ ადამიანს დიდად არ ადარდებს, რას ფიქრობენ მასზე ირგვლივ მყოფები.

მორიელი

ვისაც  მორიელის ნიშნის წარმომადგენლებთან ჰქონია ურთიერთობა, აღიარებენ, რომ ამ ადამიანებმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. და მართლაც,  ძნელია მორიელებს ვინმე გაუტოლდეს მრავალი პარამეტრით, მათ შორის, სამწუხაროდ,  სიფიცხით. ამიტომ ვარსკვლავები არ გირჩევენ მორიელთან კამათს და, მით უმეტეს, ჩხუბს, რადგან მას არ ადარდებს თქვენი გრძნობები, არც ძალიან მკაცრ და უხეშ გამონათქვამებს მოერიდება. პირად ურთიერთობებში ამ ნიშნის წარმომადგენლები მზად არიან, ფიზიკურ ძალადობაზეც კი წავიდნენ, იმდენად დამუხტულები არიან ემოციებითა და აგრესიით, თუმცა თუ მორიელს ნამდვილად უყვარხართ და უფრთხილდება თქვენთან ურთიერთობას, ის შეძლებს საკუთარი თავის გაკონტროლებას, მაგრამ თუ ამ ნიშნის წარმომადგენელს უღალატეთ, შურისძიება გამანადგურებელი იქნება.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობილნი არიან, როგორც კრეატიული და შემოქმედებითი ადამიანები, საინტერესო თანამოსაუბრეები, რომლებიც ბუნებრივად იზიდავენ გარშემო მყოფებს, თუმცა მერწყულებიც უზომოდ აფასებენ საკუთარ თავისუფლებას, ამიტომ არავის მისცემენ უფლებას, მათი თავისუფლება ხელყონ. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები ყურადღებას არ აქცევენ სხვა ადამიანების გრძნობებს და მხოლოდ საკუთარი სურვილით ხელმძღვანელობენ, მაშინაც კი, თუ მართლა უყვართ ვინმე. ისინი თავად ამას იმით ხსნიან, რომ თვითკმარები არიან და არ სურთ, ვინმეზე დამოკიდებულნი იყვნენ, თუმცა მერწყულების გარემოცვიდან ზოგი დარწმუნებულია, რომ ისინი ეგოისტები არიან და არავინ ადარდებთ საკუთარი თავის გარდა.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close