მარტივი, თუმცა იდეალური ნიღაბი ურჩი და ძალიან ხვეული თმის მოსარჯულებლად – პარიკმახერი აღარც დაგჭირდებათ
თმის ამ მარტივ ნიღაბს რეალურად შეუძლია ურჩი, გაპუწკული და ძალიან ხვეული თმის „მოთვინიერება“-გასწორება. ცადეთ და თავად დარწმუნდებით. მისი გამოყენების შემდეგ იქნებ პარიკმახერი აღარც კი დაგჭირდეთ თმის გასასწორებლად. თანაც ნიღბის მოსამზადებლად არც ბევრი ფული დაგეხარჯებათ და არც დიდი დრო და ენერგია.
ნიღაბი ნამდვილად ძალიან კარგად მუშაობს. თმები გლუვი, მბრწყინავი და დამყოლი ხდება, აღარ იპუწკება და ღერები ერთმანეთში ისე ჯდება, თითქოს სალონში გაისწორეთ.
ნიღბისთვის დაგჭირდებათ:
- ერთი ცალი უმი კვერცხი;
- 2 სუფრის კოვზი მაღალცხიმიანი მაიონეზი;
- 1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი;
- 1/2 ბანანი;
- 1/2 ჭიქა შვრიის ფანტელები;
- 1/2 ჭიქა ბრინჯი;
- წყალი.
ნიღბის მომზადება:
ბრინჯი და შვრია ერთად მოხარშეთ. სწორედ ეს ნახარში წყალი დაგჭირდებათ, თავად ბურღული – არა. ათქვიფეთ კვერცხი, გასრისეთ ბანანი ფაფასავით და ყველა ინგრედიენტი ბრინჯის და შვრიის ერთობლივად ნახარშ წყალს შეურიეთ. ჯერ ცოტა წყალში აურიეთ, შემდეგ წყალი დაუმატეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ნარევი თმებზე წაისვით და მსუბუქი მასაჟის მსგავსი მოძრაობით შეიზილეთ. შემდეგ თავზე დაიფარეთ შხაპის პოლიეთილენის ქუდი და დაახლოებით ნახევარ საათს გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი ჩვეულებრივად, თბილი წყლით დაიბანეთ.
ნიღაბი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.
შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.
რჩევა 1. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ნაყიდი მზა კოსმეტიკური ნიღაბი დაბანილ, ოდნავ ნოტიო თმაზე წავისვათ, თუმცა სახლში დამზადებული ნიღბები, რომლებიც ცხიმს შეიცავს, უმჯობესია დასაბან თმაზე წაისვათ, ამ შემთხვევაშიც თმა ოდნავ ნოტიო უნდა იყოს.
რჩევა 2. უმჯობესია ნიღაბი ხელით წაისვათ, თუ ხელთათმანს ჩაიცვამთ, კიდევ უკეთესი, ხელებსაც დაიცავთ. თმაზე თანაბრად გადანაწილებისთვის კი ბოლოს სავარცხელი გამოიყენეთ.
რჩევა 3. ნიღბის წასმის შემდეგ თავზე შხაპის პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ (თუ არ გაქვს, ცელოფნის პარკიც წავა) და მეტი ეფექტიანობისთვის ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ. ეს სათბურის ეფექტს შექმნის და აქტიური ნივთიერებები უფრო კარგად შეაღწევს თმაში.
რჩევა 4. ნახევარი საათის შემდეგ თავი კარგად დაიბანეთ ჩვეულებრივად, თბილი წყლით და ბოლოს ცივი წყალი გადაივლეთ. ეს თმას ბრწყინვალებას შემატებს.
რჩევა 5. ეს ნიღაბი 2 კვირაზე ნაკლები შუალედით არ გამოიყენოთ, თმას ზედმეტად დაამძიმებს.
გაფრთხილება: არ იფიქროთ, რომ თუ ინგრედიენტების რაოდენობას გააორმაგებთ და უფრო მეტ ნიღბის მასას წაისვამთ თმაზე, უკეთეს შედეგს მიიღებთ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ზემოთ მოცემული რაოდენობა სავსებით საკმარისია, რომ თმა არც დამძიმდეს და საურველი შედეგი მიიღოთ.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები