ვიდეოქართველები უცხოეთში

„არ მიშვებდნენ, დე, არაა… იქნებ გშველოდი ჩემი გვერდით ყოფნით…“ – ესპანეთში გარდაცვლილი 3 წლის გოგონას დედა (ვიდეო)

ესპანეთში, ქართველების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას უცხოური მედია ეხმაურება.

ესპანური სააგენტოს ცნობით, გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის გადარჩენას 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სტატიას შემდეგი აღწერით გარდაცვლილი გოგონას დედა, ანი რევიშვილი აზიარებს.

„არ მიშვებდნენ, დე, არაა, იქნებ გშველოდა ჩემი გვერდით ყოფნით, მაგრამ არ მიშვებდნენ, დედიკოო!“ – წერს ახალგაზრდა ქალი.

ცნობისთვის, 3 წლის ადელინა 2 დღის წინ გარდაიცვალა. გოგონას დედამ ანი რევიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეო გამოაქვეყნს.

ოჯახი და ახლობლები საქართველოში ბავშვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close