მსოფლიოეკონომიკა

სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ სამსართულიან გვირაბს გაიყვანენ

ბოსფორის სრუტის ქვეშ სამსართულიან გვირაბს გაიყვანენ. აღნიშნული გვირაბი თურქეთის უდიდესი მეგაპოლისის ევროპულ და აზიურ ნაწილებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ახლა სტამბოლის დიდი გვირაბის პროექტს ვახორციელებთ. ეს იქნება მესამე გვირაბი, რომელიც გაივლის ბოსფორის ქვეშ, მარმარიასა და ევრაზიის გვირაბების შემდეგ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის წყალობით სტამბოლის სატრანსპორტო სისტემაში სარკინიგზო ტრანსპორტის 11 სხვადასხვა ხაზი დაუკავშირდება ერთმანეთს, რომლითაც ყოველდღიურად 6.5 მილიონი მოქალაქე ისარგებლებს.

გეგმის მიხედვით, აღნიშნული გვირაბი სამსართულიანი იქნება. აქამდე მსოფლიოში მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close