ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალიის მთავრობას საყიდლების ბარათი შემოაქვს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის

იტალიის რეზიდენტებზე განაწილდება 1,3 მლნ „წინასწარ გადახდილი“ ბარათი, რომელთა მოქმედება 2023 წლის ივლისიდან დაიწყება

იტალიის მთავრობას მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის კვების ძირითადი პროდუქტების შესაძენად სოციალური ბარათი შემოაქვს, რომელსაც წელიწადში 15 000 ევროზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახები მიიღებენ, იმ საოჯახო მეურნეობების გარდა, რომელთა შორის საბაზო  შემოსავლის მიმღები პირები არიან. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დღეს, 8 მაისს გაავრცელა

ასეთია მითითებებია მოცემული სოფლის მეურნეობის, სასურსათო სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის (Masaf) და ეკონომიკის მინისტრების მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაში, რომლის თანახმადაც, საყიდლების ბარათი (La carta acquisti) სრულად ამოქმედდება 2023 წლის ივლისიდან.

კერძოდ, ბარათის ბენეფიციარები იქნებიან იტალიაში მცხოვრები პირები, რომელთა ოჯახის ყველა წევრი მინისტრთა ხელმოწერილი ბრძანებულების გამოქვეყნების თარიღისთვის იტალიის მუდმივი რეზიდენტების სიაშია რეგისტრირებული და აქვთ მოქმედი Isee, რომელიც წელიწადში 15000 ევროს არ აჭარბებს.

გამონაკლისს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც საბაზო შემოსავლის დახმარებას იღებენ. და არა მარტო. შეღავათების შემოღების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული გამონაკლისების ნუსხა მოიცავს, აგრეთვე, იმ შინამეურნეობებს, რომლებშიც ერთი წევრი მაინც იღებს: უმუშევრობის შემწეობას; სოლიდარობის ფონდების დახმარებას შემოსავლის შესავსებად; თანხებს გადაუდებელი კომპენსაციის ფონდიდან (Cig); ნებისმიერი სხვა სახის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან.

საყიდლების ბარათი/La carta acquisti თავისი არსით წინასწარ გადახდილი და შევსებადი Postepay ბარათია.

მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კვების ძირითადი ხარჯების ასანაზღაურებლად. არავითარ შემთხვევაში არ არის ნებადართული ამ ბარათით ალკოჰოლური სასმელების შეძენა.

ბარათით ძირითადი საკვები პროდუქტების შეძენა იტალიის ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაშია შესაძლებელი.

ბრძანებულების თანახმად, ბარათის შევსების ყოველთვიური ლიმიტი ერთ ოჯახზე 382,5 ევროა.

ბარათების ბენეფიციარებზე განაწილების მექანიზმი ითვალისწინებს Inps-სა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობას პრაქტიკაში. მუნიციპალიტეტები თითოეულ მათგანზე გამოყოფილი ბარათების ფარგლებში Inps-ის ვებაპლიკაციის საშუალებით მიიღებენ მოწოდებულ ბენეფიციართა სიებს მის ინსტიტუციურ ვებსაიტზე.

მუნიციპალიტეტებს მოეთხოვებათ სიებში შეყვანილი პირების რეგისტრაციის შემოწმება. მათთვის გამოყოფილი ბარათების რაოდენობის მიხედვით, ისინი პრიორიტეტული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ ბენეფიციარებს რეალურად გაჭირვებული შინამეურნეობების, მათ შორის, ერთკაციანი ოჯახების სიიდან ადგილობრივი სოციალური სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

მუნიციპალიტეტები მუდმივად მიაწოდებენ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს დახმარების განაწილებისა და იმის შესახებ, თუ როგორ მიიღონ ბარათი. ამ მომსახურებას საფოსტო განყოფილებები გასწევენ.

ბარათები პერსონალიზებული იქნება და მათი მოქმედება, როგორც აღვნიშნეთ, 2023 წლის ივლისიდან დაიწყება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close