მსოფლიოსაზოგადოება

უკვდავების წამალი რომ არსებობდეს, ადამიანების უმეტესობა მასზე უარს იტყოდა – უახლესი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის 900  მოქალაქე გამოიკითხა, ადამიანებს უკვდავება დიდად არ სურთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კითხვაზე, სურთ თუ არა უკვდავების აბის მიღება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მარადიულად იცოცხლონ თავიანთ ასაკში, გამოკითხულთა მხოლოდ 33%-მა უპასუხა – დიახ. 42% უარზე იყო, ხოლო 25%-ს ზუსტი პასუხი არ ჰქონდა. კვლევა ჟურნალ Aging Studies-ში გამოქვეყნდა.

თუ ამ გამოკითხვის დავეყრდნობით, როგორც ჩანს, საშუალოდ ადამიანები სიკვდილისთვის უფრო არიან მზად, ვიდრე მარადიული სიცოცხლისთვის.

თუმცა, როგორც PsychNewsDaily აღნიშნავს, საყურადღებოა, რომ რესპონდენტები სამ ასაკობრივ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. საუბარია, 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, საშუალო ასაკის 72 წლამდე ადამიანებზე და მოხუცებზე, რომელთა საშუალო ასაკი 88 წელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამმა ჯგუფმა თითქმის ზუსტად ერთნაირად უპასუხა, მათ განსხვავებული აზრი ჰქონდათ იმაზე თუ რომელ ასაკში ისურვებდნენ აბის მიღებას და თავისი ასაკის „გაყინვას“.

ორივე ხანდაზმული ჯგუფის ვარაუდით, თუ ისინი გარკვეულ ასაკში გაიყინებოდნენ, სურდათ, რომ ეს მათ ახალგაზრდობაში მომხდარიყო. ეს კი მსგავს თემატიკაზე აქამდე ჩატარებულ სხვა კვლევასთან უფრო ახლოა, რის მიხედვითაც ადამიანების უმეტესობას უკვდავება სურს. კონკრეტული კვლევის ფარგლებში 88 წლის მოხუცის სხეულში სამუდამოდ დარჩენა არც ისე მომხიბვლელი აღმოჩნდა.

ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რასაც ბევრი მეცნიერიც ხაზს უსვამს, რომ მთავარი არა სიცოცხლის გახანგრძლივებაა, არამედ თავად ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close