ვიდეომსოფლიოხელოვნება

„ევროვიზია 2023“ – სომეხი მომღერლის საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლს იუთუბზე ყველაზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)

2 კვირაში ბრუნეტის ვიდეომ 3,5 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა

ვიდეორგოლმა სიმღერაზე „Future Lover“, რომლითაც სომეხი მომღერალი ბრუნეტი (Brunette) „ევროვიზია 2023-ზე“ სომხეთს წარადგენს,  2 კვირაში 3.5 მლნ ნახვა მოიპოვა და ყველაზე პოპულარული გახდა ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბ არხზე ატვირთულ სხვა საკონკურსო სიმღერებს შორის (შედარებისთვის, საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის ვიდეორგოლს სიმღერაზე Echo ატვირთვიდან 2 კვირაში 712 ათასი ნახვა აქვს). 

ბრუნეტის (ელენ ერემიანი)  ვიდეორგოლის პრეზენტაცია 15 მარტს, საღამოს გაიმართა. სიმღერის ავტორი თავად მომღერალია.

„ევროვიზიის“ ოფიციალურ იუთუბარხზე ატვირთული ბრუნეტის ვიდეოს ქვეშ უამრავი დადებითი კომენტარია, მათ შორის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან..

ბრუნეტი „ევრიოვიზია 2023-ის“ მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს 11 მარტს. ამავე დღეს გამოდის საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვიც.

სომეხი მომღერლის შემდეგ ყველაზე მეტი – 2.7 მლნ ნახვა აქვს ისრაელის წარმომადგენლის, ნოა კირელის ვიდეოს, 2.5 მლნ ნახვით ამ დროისთვის ლიდერობს, აგრეთვე, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად დასახელებული შვედი მომღერლის, Loreen-ის ვიდეორგოლი „Tattoo“.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი შარშანდელი გამარჯვებულის, უკრაინის ნაცვლად მეორე ადგილზე გასული ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში გაიმართება 9, 11 (ნახევარფინალები) და 14 მაისს (ფინალი).

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close