ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ყველაზე პრეტენზიული ნიშანი, რომლებთანაც ურთიერთობის შენარჩუნება ძნელია

რაც არ უნდა იდეალური ჩანდეს ურთიერთობა, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლები პრეტენზიულები არიან და ზოგჯერ მათ შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. საინტერესოა, რას ამბობენ ასტროლოგები, რატომ ხდება ეს და რა შეიძლება იყოს ასეთ პარტნიორებთან ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის გარანტია?

ვერძი

სიყვარული ვერძის სიცოცხლის წყაროა. მისთვის მნიშვნელოვანია გრძნობების სიკაშკაშე და დინამიკა. ამავდროულად, ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენლებისთვის ურთიერთობაში მესაკუთრეობის და ეჭვიანობის გამოვლენაა დამახასიათებელი. ვერძი ვერ იტანს ღალატს და აუცილებლად უერთგულებს ისეთ პარტნიორს, რომელიც მის მოლოდინებს ამართლებს. თუ პარტნიორთან ურთიერთობა მოსაწყენი გახდება, მაშინ ვერძი „ნაპერწკალს“ და ხალისს სხვაგან იპოვის.

ტყუპი

ტყუპი მერყევი და ცვალებადი ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და ახალ გარემოებებს,  სწრაფად ცვლიან ყურადღების აქცენტს. ტიპური ტყუპებისგან ერთგულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ელოდეთ, თუ საერთო ინტერესს შეინარჩუნებთ. ისინი ინტელექტსა და მრავალფეროვნებას აფასებენ, ამიტომ ასეთი პარტნიორი რომ შეინარჩუნოთ, მუდმივად მიეცით გონების „საკვები“.

 ლომი

ლომი ბუნებით საკმაოდ ერთგული ნიშანია. მან იცის საკუთარი თავის ფასი და ურთიერთობებში გამორჩეულ პარტნიორს ირჩევს, რომლითაც შეუძლია აღფრთოვანდეს. მაგრამ ლომს ხშირად უჩნდება მისთვის ტიპური მოთხოვნილება, რომ აქებდნენ და მისით ამაყობდნენ: ურთიერთობებში ის სწორედ ასეთ მიდგომას ეძებს. თუ პარტნიორი მოლოდინს გაამართლებს, მაშინ ლომი ურთიერთობას შეინარჩუნებს, მაგრამ სიამაყე შეელახება, მაშინ პარტნიორს დაემშვიდობება.

მშვილდოსანი

ტიპური მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანია გულუხვობა და ფართო თვალსაწიერი. პირად ურთიერთობებში ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე მეტად თანასწორობას, ერთობლივ ზრდას და მოგზაურობას აფასებენ. ისინი სიამოვნებით წავლენ რჩეულთან ერთად ხანგრძლივ მოგზაურობაში. ოჯახში მათთვის მნიშვნელოვანია მეგობრული ატმოსფერო  და თავისუფალი გარემო დაძაბულობის გარეშე. და თუ ასე არ არის, ისინი ადვილად შორდებიან პარტნიორს, კამათისა და ჩხუბის გარეშე.

მერწყული

ტიპური მერწყულისთვის  თავისუფლება და დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მას შეუძლია პარტნიორის მიმართ ერთგული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მხრივ თავს კომფორტულად გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაარღვიოთ მისი თავისუფლება, მისცეთ საშუალება გამოხატოს საკუთარი თავი და მისთვის კარგ მეგობრადაც დარჩეთ, მაშინ მერწყული ერთგულებით გიპასუხებთ.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close