სპორტი

„ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ გამარჯვებულები მეთხუთმეტედ გახდნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთში, ქალაქ ბადახოსში პორტუგალიის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 38-11 დაამარცხეს.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე მეასე მოგებული მატჩი იყო. ბორჯღალოსნებმა წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდეს და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ზედიზედ მეთერთმეტედ და ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ექვსი ლელო დაუდო და ჩემპიონის ტიტულის მოგებასთან ერთად მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მესამე ადგილზე რუმინეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ესპანეთი დაამარცხა ანგარიშით 31:25.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close