11 000 წლის წინათ ორჯერ მოშინაურებული ვაზის ერთ-ერთ სამშობლოდ კვლავ საქართველო დადასტურდა – კვლევა
ვაზი დაახლოებით 11 000 წლის წინათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ორჯერ მოიშინაურეს, მათ შორის ერთ-ერთი ადგილი საქართველო იყო, – ამის შესახებ სტატიას გამოცემა „ეკონომისტი“ აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, ყურძნის კულტივაცია 15 000-40 000 წლის წინათაც ხდებოდა.
ყურძნის კულტივირების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა „საიენსში“, რომელიც ჩინეთის იუნანის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ჩენ ვეის და მთელი მსოფლიოდან თანამშრომლების ჯგუფს ეკუთვნის.
კვლევის თანახმად, ჩინეთში ათასობით ვაზის ნიმუში გაიგზავნა. შედეგებმა აჩვენა, რომ დღევანდელი ვაზის ჯიშები შეიძლება დაიყოს ათ ჯგუფად: ოთხი არის ველური „ვიტის სილვესტრისი“ (Vitis sylvestris) და ექვსი კულტივირებული „ვიტის ვინიფერა“ (Vitis vinifera).
„ყველა წარმოიშვა პროტოვაზისგან, რომელიც დაახლოებით 200 000-400 000 წლის წინ ორ ჯიშად გაიყო, Syl-e, რომელიც კავკასიასა და ლევანტში ყვაოდა და Syl-w, რომელიც დასავლეთ ევროპაში გაიზარდა. ის, რაც შემდეგ მოხდა, ბიბლიური ისტორიის კიდევ ერთ ასპექტს ასახავს: კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შერჩევას. ამ შემთხვევაში ეს იყო არა წყალდიდობა, არამედ აციება. ბოლო გამყინვარების პერიოდში, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და პირობები საგრძნობლად გაუარესდა, სხვადასხვა რეგიონში ჯიშებმა გადარჩენის სხვადასხვა მექანიზმი განავითარეს. 56 000 წლის წინათ Syl-e გაიყო Syl-e1-ად და Syl-e2-ად.
ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ დაახლოებით 11 000 წლის წინათ Syl-e1-ის შტამი გაშენებული იყო თანამედროვე ისრაელის მახლობლად, რომელიც გახდებოდა თითქმის ყველა დღევანდელი ჯიშის წინაპარი. გარდა იმისა, რომ ის სამხრეთით, ჩრდილოეთ აფრიკამდე და იქიდან დასავლეთით – მაროკომდე გავრცელდა, ის ასევე გადაიტანეს ჩრდილოეთით, ანატოლიაში, სადაც 500 წლის განმავლობაში ახალი ოჯახი შექმნა.
მომდევნო დიდი ევოლუციური ეტაპი დადგებოდა 8 000 წლის შემდეგ, როდესაც ახალი შტამები გაჩნდა ბალკანეთში და შემდეგ, თანმიმდევრობით, იბერიასა და თანამედროვე საფრანგეთში. თითქმის ზუსტად იმავე დროს, როდესაც ეს ამბავი იწყებოდა, ახლო აღმოსავლეთში მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა Syl-e2-თან ერთად თანამედროვე საქართველოში. მთიანი რელიეფის გამო ამ ყურძნის მიგრაცია უფრო შეზღუდული იყო, ამიტომ აქ განვითარებული ჯიშები უფრო იზოლირებული დარჩა, მაგრამ ამან მის შესახებ ლეგენდის გავრცელება ვერ შეაჩერა. ნოეს ვენახი, სავარაუდოდ, არარატის მთასთან იყო, ახლანდელ ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში [ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთი საქართველოს ესაზღვრება. ამჯერად ართვინის პროვინციაა. პროვინციის დიდი ნაწილი მდინარე ჭოროხის აუზში მდებარეობს. ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა – nostal.ge-ს შენიშვნა]. ასე რომ, ახლა ეს არ არის ლეგენდა“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, დოქტორი მარგარიანი.
„ეკონომისტის“ სტატიაში ასევე აღნიშნულია: „შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ყურძენი ორჯერ იქნა მოშინაურებული – ერთდროული გამოგონება ტექნოლოგიის ისტორიაში უაღრესად იშვიათია“.
1tv.ge
ქართული ვაზის ჯიშები მარსზე! – როგორ იქცევა დაუჯერებელი იდეა რეალობად (ვიდეო)
კომენტარები