მიგრაციაქართველები უცხოეთში

„საზღვარზევე ამბობ: მე ჩამოვედი ემიგრანტად. ტყუილების თქმა არ გიწევს“ – რატომ იღებს კანადა ემიგრანტებს იოლად

ორწლიანი მზადების, საბუთების შეგროვების, ენის სწავლის, აპლიკაციის შევსებისა და გასაუბრებების შემდეგ ნინო მაღრაძე კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მისი სახლი ალბერტას შტატის ქალაქ ედმონტონშია, იქვე მუშაობს და გვიყვება ქვეყანაზე, სადაც „ცოტა ხალხი და ბევრი გაყინული ტბაა, ძალიან ცივა, ქუჩაში კი შეიძლება, კოიოტიც შეგხვდეს“. ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის შემდეგ კანადა გახდა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები ყველაზე ხშირად ირჩევენ საცხოვრებლად.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ და რა გზებით მიდიან კანადაში საქართველოს მოქალაქეები. რა ხვდებათ მათ იქ და რატომ იღებს კანადა ემიგრანტებს იოლად.

„უნარების მქონე მუშა“ – ნინოს წასვლის ამბავი

როდესაც ნინო მაღრაძემ კანადაში წასვლა გადაწყვიტა ექსპრეს შესვლის (Express Entry) სახელმწიფო პროგრამაზე შეაჩერა არჩევანი, რაც ამ ქვეყანაში კონკრეტული „უნარების მქონე მუშად“ ჩასვლას ნიშნავს. ნინომ იცოდა, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დაეწყო – კანადაში აზრს კარგავდა, რას აკეთებდა ის საქართველოში, აზრს კარგავდა მისი წარმატებული კარიერა და კარგი ხელფასი.

ნინო, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი, სამსახურით უკმაყოფილო არ ყოფილა, თუმცა უნდოდა ჰქონოდა კანადური პასპორტი, რომლითაც, მოგზაურობის მოყვარული ნინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის საზღვარს უპრობლემოდ გადაკვეთდა.

კანადაში ლეგალურად წასვლის გზა იმიტომ აირჩია, რომ სურდა, ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრის სტატუსი მიეღო და საზღვრის გადაკვეთისთანავე მუშაობის უფლება ჰქონოდა.

„საზღვარზევე ამბობ – მე ჩამოვედი ემიგრანტად. ტყუილების თქმა არ გიწევს“, – გვეუბნება ნინო.

საცხოვრებელი ადგილი ნინოს კანადის ხელისუფლებამ შესთავაზა: როგორც წესი, აპლიკაციის განხილვის შემდეგ, ის წყვეტს, ესა თუ ის ემიგრანტი, მისი მონაცემების გათვალისწინებით, რომელ პროვინციაში შეძლებს მარტივად დაფუძნებას და სამსახურის პოვნას. ასე მოხვდა ნინო ალბერტას შტატის ქალაქში, სადაც პირველი ერთი-ორი წელი უნდა იცხოვროს.

ნინო გვიყვება, რომ მთავარია, სწორი მოლოდინი გქონდეს და არ გეგონოს, რომ ყველაფერი მარტივად გამოგივა. სწორედ ამიტომ, მან წასვლამდე არაერთი ქართველი ემიგრანტის ამბავი მოისმინა.

სამი თვეა უკვე კანადაშია და მხოლოდ ახლა იპოვა სრულგანაკვეთიანი სამსახური გაყიდვების სფეროში, სადაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.

ჩასვლის პირველ დღეებში კაფეში მუშაობდა, მიმტანად, შემდეგ ყავას ამზადებდა, ახალი წლის პერიოდში, „სანტას ელფიც“ კი გახდა, ბავშვებს ართობდა. თუმცა დროებითი სამუშაოთი ბინის ქირას ვერ ფარავდა და დანაზოგის ხარჯვა დაიწყო.

„პირველი სამი კვირა აქ ერთმა ქართველმა შემიფარა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა,რადგან თბილისიდან კანადაში ბინის მოძებნა ძალიან რთულია. ან სასტუმრო უნდა დაჯავშნო, რაც ძვირი გამოდის. არც სამსახურის პოვნა აღმოჩნდა მარტივი“.

ნინოს სჯერა, რომ კანადაში შრომა მაინც უფრო მეტად დაუფასდება, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ახლა დაბალ პოზიციაზე მუშაობის დაწყებაზეც თანახმაა.

ნინო მაღრაძე გვიამბობს, რომ არსებობს რამდენიმე პირობა, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია, თუ კანადაში წასვლას გადაწყვეტ. საჭიროა გქონდეთ:

  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი – ინგლისურის ან ფრანგულის.
  • უნივერსიტეტის დიპლომი, რომელიც კანადურად უნდა დამოწმდეს და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გაირკვეს, საქართველოში მიღებული განათლების საფეხური კანადური განათლების რომელ საფეხურს შეესაბამება.
  • ასევე, კანადამ უნდა ჩათვალოს, რომ მას შენი პროფესია ნამდვილად სჭირდება, რაც მონიჭებული ქულებით ფასდება.
  • ხოლო იმისთვის, რომ ამ პროგრამით მიგიღონ, სულ ცოტა, ერთი წელი უნდა გქონდეს ნამუშევარი შენი პროფესიით.

ამ ვიდეოში, რომელიც ნინომ კანადაში ჩასვლის შემდეგ ჩაწერა, ის თავის გამოცდილებაზე ჰყვება – რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გაიგოთ, შეგიძლიათ თუ არა საერთოდ ამ პროგრამით კანადაში წასვლა.

ნინო საქართველოში დაბრუნებას შემდეგი 15-20 წელი არ გეგმავს: „მანამდე მინდა კანადის პასპორტით ბევრი ვიმოგზაურო. ეს ქვეყანა გაძლევს ამის შესაძლებლობას“.

რა სურს კანადას?

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close