კრიმინალისპორტი

ნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დააკავეს

კაპიდიკინოს (Capodichino) საჰაერო-სასაზღვრო პოლიციამ დააკავა 38 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც მკვლელობის მცდელობისთვის იყო მსჯავრდადებული და 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას. იგი ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საყურებლად ჩავიდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ წერს

გამოცემის ცნობით, ხუთშაბათს, 2 მარტს კაპოდიკინოს აეროპორტში პოლიციამ დააკავა ძებნილი ი. ნ., რომელმაც ნეაპოლში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე მიიღო პასპორტი და ჩარტერული რეისით, სხვა ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, კამპანიის დედაქალაქში ჩავიდა „ნაპოლი“ – „ლაციოს“ მატჩზე დასასწრებად. ზოგადად, ხვიჩას ქართველი ფანები რეგულარულად ჩადიან იტალიაში მისი თამაშის საყურებლად, თუმცა მას თამაშის ყურება არ დასცალდა – იტალიურმა პოლიციამ ჩასვლისთანავე დააკავა მსჯავრისთვის, რომელიც საბერძნეთის სასამართლომ გამოუტანა 2012 წლის ოქტომბერში: საბერძნეთის 2 მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის მას 10 წელი აქვს მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს „ნაპოლიმ“ სერია A-ს 25-ე ტურის მატჩი შინ გამართა, „სტადიო მარადონაზე“ რომის  „ლაციოსთან“ და ამ სეზონში პირველად დამარცხდა საკუთარ მოედანზე ( 0:1). 25 მატჩში ორადორი წაგების შემდეგ „ნაპოლი“ სერია „ა“-ს ერთპიროვნული ლიდერია 65 ქულით და მთელი 17 ქულით უსწრებს ამჟამად მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“, რომელსაც 48 ქულა აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close