სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში – პარალელურ სლალომში გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედლები იტალიელებმა მოიპოვეს
ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე 22 თებერვალს პარალელურ სლალომში, გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
შესანიშნავად იასპარეზეს იტალიის ნაკრების წარმომადგენლებმა და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. მეორე ადგილზე ავსტრიელები გავიდნენ, მესამეზე – შვეიცარიელები.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურინაში, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 19 თებერვალს დაიწყო და 5 მარტამდე გაგრძელდება. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
კომენტარები