ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება
ბერძნული „ვოისის“ ქართველი მონაწილე დოდონა ნამორაძე ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)
ბერძნული „ვოისის“ მე-7 სეზონის ქართველი მონაწილე დოდონა ნამორაძე წარმატებით მიიკვლევს გზას გამარჯვებისკენ. შაბათს, 18 თებერვალს მან კიდევ ერთი ტური გადალახა და ნახევარფინალში გავიდა.
„ჯერ კიდევ არ მჯერა“, – დაწერა დოდონამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი კონსტანტინოს არგიროსის ჯგუფშია.
დოდონა ნამორაძემ ბრწყინვალედ შეასრულა Calvin Lewis-ის და Andrew Wright-ის ცნობილი სიმღერა: “When a Man Loves a Woman” – ვიდეოში ჩანს მისი მენტორის, კონსტანტინოს არგიროსის რეაქცია, რომელიც აღფრთოვანებულია ქართველი კონკურსანტის შესრულებით.
ამავე თემაზე:
დოდონამ ბერძნულ „ვოისში“ რინგის ტურშიც გაიმარჯვა და ბრძოლას აგრძელებს (ვიდეო)
დოდონა ნამორაძის კიდევ ერთი ბრწყინვალე შესრულება ბერძნულ „ვოისში“ (ვიდეო)
კომენტარები