
დღეს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში, პლენარულ სხდომაზე ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა. ისინი აბდულა ოჯალანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და ოჯალანის სურათებიც გაშალეს.
ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა, სესია განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გერმანელმა ევროპარლამენტარმა ლარს პატრიკ ბერგმა გაავრცელა.
Öcalan-Anhänger – sogenannte linke „Aktivisten“ – legen den kompletten parlamentarischen Betrieb im Europäischen Parlament in Straßburg lahm. Von Sicherheit/Sicherheitspersonal eine gefühlte Ewigkeit keine Spur. Stattdessen müssen sich die Saaldiener mit diesen Leuten abgeben! pic.twitter.com/zdJVQMYbe9
— Lars Patrick Berg MdEP (@L_P_Berg) February 15, 2023
აბდულა ოჯალანი ქურთისტანის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერია, რომელიც 1999 წელს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. მას თურქეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, თუმცა მსოფლიო საზოგადოებრიობის ზეგავლენით 2002 წელს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა (თურქეთში სიკვდილით დასჯა გაუქმდა). ოჯალანი მარმარილოს ზღვაში მდებარე კუნძულ ირმალიზე, თურქულ ციხეში იხდის სასჯელს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები