მსოფლიოპოლიტიკა

კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის – ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა უკვე წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ავრცელებს.

კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი (Robin Dunnigan) ამჟამად ევროპისა და ევრაზიის ბიუროში მუშაობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ.

მანამდე იგი ავსტრიაში, ვენაში საქმეთა დროებითი რწმუნებული და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

დანიგანი მუშაობდა, აგრეთვე, სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის მოადგილედ; აშშ-ის საელჩოში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში და სხვ.

რობინ დანიგანი კალიფორნიაში დაიბადა. მან წარმატებით დაამთავრა ეროვნული სამხედრო კოლეჯი, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო. აგრეთვე, მაგისტრის ხარისხი მიიღო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი – კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. ფლობს ესპანურ და გერმანულ ენებს.

რობინ დანიგანი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც ამ პოსტს უკვე სამი წელია იკავებს – იგი ელჩის  მოვალეობის შესასრულებლად საქართველოში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close