ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს – GAZZETTA DELLO SPORT

იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ამტკიცებს, რომ „ნაპოლიმ“ შეტევის ლიდერებთან – ვიქტორ ოსიმენთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება დააჩქარა.

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება, ხვიჩა კვარაცხელიას კი – 2027 წელს. ნეაპოლელთა შეტევის დუეტის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე ორივემ პირველ ადგილზე იტალიური კლუბი დააყენა.

ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბისა და მისი ვარსკვლავების მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ ბიუჯეტი „ნაპოლის“ საშუალებას აძლევს, საუკეთესო ფეხბურთელები არ გაყიდოს, მაგრამ ოსიმჰენი და კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბებისთვის სულ უფრო და უფრო სასურველები ხდებიან.

ბრძოლა უთანასწოროა, რადგან ინგლისური კლუბების თანხების ბრუნვა „ნაპოლის“ მაჩვენებლებს ბევრად აღემატება და ლოგიკურია, რომ ეკონომიკური უთანასწორობა უფსკრულს ქმნის, რომლის დაძლევაც ნებისმიერი კლუბისთვის ძალიან რთულია. იანვარში „ჩელსიმ“ 221 მილიონი მხოლოდ ორი მოთამაშის შესაძენად დახარჯა – არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონ ენცო ფერნანდესსა (121) და უკრაინელ თავდამსხმელ მიხაილო მუდრიკზე (100).

„ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნა. ამას გარდა, 30 პროცენტით ხელფასების შემცირებაც მოახერხა. გარკვეული პერიოდია, გუნდის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ოსიმენისა და კვარაცხელიას აგენტებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ჯერჯერობით ნიგერიელი და ქართველი ნეაპოლში თამაშით კმაყოფილნი არიან. სეზონის დასრულების შემდეგ იტალიაში დარჩენის განზრახვა, ფეხბურთელებთან ერთად, მათმა აგენტებმაც გამოამჟღავნეს – რობერტო კალენდასა და მამუკა ჯუღელს კლუბის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ.

ქართველს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წელს უმთავრდება, მაგრამ შედარებით მცირე ხელფასმა, განსაკუთრებით მის მიმართ დაინტერესების ფონზე, შეიძლება ყურადღება გაუფანტოს. აგენტი ჯუღელი ამ დრომდე უარყოფს რაიმე ინტერესს და ადასტურებს, რომ იტალიელებთან ყველაფერი შეთანხმებულია. სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბის ხელმძღვანელობასთან ხელფასის საკითხს განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, გაორმაგდება – 1,2 მილიონიდან დაახლოებით 2,5 მილიონ ევრომდე. ასევე შესაძლებელია, ხელშეკრულება 2028 წლამდე გახანგრძლივდეს. ეს მხოლოდ ვარაუდია და ჯერჯერობით გადაჭრით რაიმეს თქმის საშუალებას არ იძლევა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close