ვიდეოკულტურასაბერძნეთი

დღეს ბერძნული ენის საერთაშორისო დღეა – შეიქმნა ვიდეო, რომელშიც სხვებთან ერთად ქართველი ბიჭიც ამბობს ბერძენი პოეტის სტრიქონებს (ვიდეო)

9 თებერვალი ბერძენი პოეტის, დიონისე სოლომოსის (Διονύσιος Σολωμός, 1798-1857 წწ.) ხსოვნის დღეა. 2017 წლიდან კი ეს თარიღი აღინიშნება, როგორც ბერძნული ენის საერთაშორისო დღე.

ამ თარიღთან დაკავშირებით წელს შეიქმნა პატარა ვიდეო, სადაც მოთხრობილია ბერძნულ პოეტურ შემოქმედებაზე ანტიკური ხანიდან დღემდე.

ვიდეორგოლში მოზარდები და ახალგაზრდები მსოფლიოს 23 ქვეყნიდან, რომლებიც ბერძნულ ენას სწავლობენ, ბერძნული პოეზიის სამ ათასწლეულში „გვამოგზაურებენ“.

ვიდეო 9 თებერვალს განთავსდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და სოციალურ ქსელებში, უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების საიტებსა და სოცქსელებში, აგრეთვე, ბერძნული ენის შესწავლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის პორტალებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ელინიზმისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის პოპულარიზაციის მიზნით.

23 მოზარდსა და ახალგაზრდას შორის, რომლებიც ვიდეოში ბერძენი პოეტების სტრიქონებს კითხულობენ, ქართველი ბიჭიც არის (ნახეთ 1:35 წუთიდან),  რომელიც  ცნობილი ბერძენი პოეტის, კოსტას კარიოტაკისის (Κώστας Καρυωτάκης, 1896-1928 წწ.) სტრიქონებს კითხულობს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close