ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 თებერვალი

ამ კვირაში უნდა დაფიქრდეთ და გაითვალისწინოთ – შესრულდა ის საიდუმლო გეგმები, რომლებიც საკუთარ თავთან მარტომ დაგეგმეთ და რაზეც ასე ძალიან ოცნებობდით? თუ საკუთარ თავს ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს გასცემთ, მაშინ დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ წარმატებას. ნუ შეგეშინდებათ, უარი თქვათ ჩვეულ საქმიანობაზე თქვენი მიზნების განსახორციელებლად და უარს ნუ იტყვით დახმარების მიღებაზე იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამას უანგაროდ შემოგთავაზებენ. ზოგადად, ეს შვიდდღიანი პერიოდი კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, საკუთარ თავზე ყოვლისმომცველი მუშაობისთვის, ასევე, ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

 

ვერძი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს კვირა მარტივად და კარგად იწყება, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ასეა. უკეთესი იქნება, არც ისე დიდი მოლოდინები გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამუდმებით მოგიწევთ რაღაც წვრილმანებზე ნერვიულობა, არ არის გამორიცხული იმედგაცრუება ბიზნესში და სასიყვარულო პარტნიორებში. ოთხშაბათს გაიგებთ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ყურადღებით უნდა მოისმინოთ, რათა მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ. პარასკევს შესაძლოა ბრწყინვალე პერსპექტივები გაიხსნას თქვენ წინაშე, თქვენი ავტორიტეტი ხელმძღვანელების თვალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაკავებული ხართ, შეძლებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ჰარმონია თქვენს სახლში. კვირის განმავლობაში იქნება ისეთი მომენტებიც, რომლებიც მოულოდნელად გაგახარებთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

ვარსკვლავები თვლიან, რომ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდა, მაგრამ ხედავთ, რომ თქვენი საფულე გაცილებით შეთხელდა. არ იდარდოთ – ამ კვირაში ადამიანებთან ურთიერთობებსა და სიტუაციებში მოქნილი მანევრირებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. უფრთხილდით ცდუნებებს, რომლებმაც შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანონ. ხუთშაბათს მოგიწევთ ერთდროულად რამდენიმე გადაუდებელ პრობლემასთან გამკლავება. შეეცადეთ ახალი ინვესტიციებისგან ახლა თავი შეიკავოთ. სამსახურში, სირთულეების მიუხედავად, შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ თქვენი დავალებები. შაბათს ოჯახში კონფლიქტი არ არის გამორიცხული. გახსოვდეთ, რომ გონივრული კომპრომისი არასდროს გავნებთ. კვირის ბოლო აკორდი სასიამოვნო იქნება – მეგობრებთან ერთად დროის გატარება სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ტყუპი

ვარსკვლავების გავლენის წყალობით ამ კვირაში პოზიტიური ცვლილებები გელით ცხოვრების ყველა სფეროში. გექნებათ ბევრი სხვადასხვაგვარი შესაძლებლობა და  ეცადეთ, ისინი მაქსიმალურად გამოიყენოთ. შეგიძლიათ დადოთ გარიგებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ მოგებას მოიტანს. გელოდებათ რომანტიკა, პაემნები და სურვილების ასრულება. თქვენი ცხოვრების სწრაფი ტემპი შენელდება და სიმშვიდისა და წონასწორობის გრძნობა დაგეუფლებათ, რაც პირად ურთიერთობებში ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. თქვენს გვერდით იქნება სწორედ ის ადამიანი, რომელიც გჭირდებათ და რომელთანაც თავს კარგად იგრძნობთ. გამოიჩინეთ ინიციატივა და შემოქმედებითი აქტიურობა. შაბათ-კვირას სასიამოვნო მოგზაურობა გელით.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და ისინი საუკეთესო აღმოჩნდება. უმჯობესია სამუშაოზე გაამახვილოთ ყურადღება, შესაძლებელია ეს კვირა გადამწყვეტი ნაბიჯისთვის მომზადების პერიოდიც იყოს. მოიკრიბეთ  ძალები, მოიფიქრეთ სამოქმედო გეგმა, მოელაპარაკეთ პარტნიორებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენი შრომა სათანადოდ არ დაფასდეს, რამაც შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს. მისგან თავის დასაცავად, უბრალოდ, განაგრძეთ თქვენი მოვალეობების შესრულება და მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. ხელსაყრელი დროა თვითრეალიზებისა და ნიჭის გამოვლენისთვის. შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ საჭირო მხარდაჭერა საყვარელი  ადამიანებისგან. პირად ცხოვრებაში ყველაფერი ნორმალურად იქნება.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ლომი

ამ კვირაში შესაძლოა დიდი კარიერული პერსპექტივები გაიხსნას თქვენ წინაშე. ამასთან, ვარსკვლავების გავლენით, ალბათ გაგიჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანზე ფოკუსირება. მიუხედავად ამისა, უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ სამსახურში ძირითადი საკითხების გადაჭრაზე იზრუნოთ, რათა თქვენი კარიერული შესაძლებლობები გააცნობიეროთ. შეცდომებს ყველა უშვებს და ცხოვრების სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ არ გაიმეოროთ ისინი,  მოჯადოებულ წრეზე კი არ იაროთ, არამედ ცხოვრებისეული სირთულეებიდან დასკვნები გამოიტანოთ და გამოცდილება შეიძინოთ. ნუ დანებდებით პირველივე სირთულეზე, სხვა გზით წადით. ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მომგებიანი შეთავაზებები და დადონ გრძელვადიანი გარიგებები, მაგრამ ახლა თავი შეიკავეთ ინვესტიციებისგან ახალ საწარმოებში ან პროექტებში. ეს შესანიშნავი დროა ოჯახური ურთიერთობების გასაძლიერებლად.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ქალწული

პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობის გაზრდის დრო დადგა. ასევე, ეს კვირა კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი თავდაჯერებულობა და შრომისმოყვარეობა მიზნის მიღწევის გზას გაგიხსნით, მაგრამ იყავით ყურადღებით და ფრთხილად, რადგან წარმატების მიღწევა თუ გსურთ, შეცდომები და დაუდევრობა ხელს შეგიშლით. ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, საინტერესო კონტაქტები დაამყაროთ. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული ხართ, გექნებათ საკმარისი შესაძლებლობა, რომ კარგი დრო გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ჰარმონიის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კვირას განმარტოება დაგეხმარებათ უახლოესი მომავლის დაგეგმვაში.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

სასწორი

არსებობს პოზიტიური დასაწყისის ნიშნები თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. რაც არ უნდა რთული იყოს დავალებები ამ კვირაში, თავდაჯერებულად მიიღებთ გამოწვევებს და წარმატებით გააგრძელებთ გზას მიზნისკენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ: არ იმოქმედოთ ნაჩქარევად, რადგან შესაძლებელია კონკურენტებმა პროვოკაცია მოგიწყონ. სამსახურში  შესაძლებლობა გექნებათ,  ირგვლივ მყოფებს თქვენი უპირატესობა და შეუცვლელობა დაუმტკიცოთ. პარასკევს სირთულეები არ არის გამორიცხული, მაგრამ არ იჩქაროთ დანებება, იღბალი თქვენ მხარესაა – ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გამოვიდეს. თუ რაიმე უთანხმოება გქონიათ საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან, ეს კვირა შესაფერისი დროა მათთან საუკეთესო ურთიერთობის დასამყარებლად.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

მომავალი 7 დღე თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდია მრავალი მიმართულებით და ბევრ სფეროში. კვირის დასაწყისშივე  გელით წარმატება და დამატებითი მოგება სამსახურში. ხუთშაბათიც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანთ და იგრძნობთ, როგორ უყვარხართ სამყაროს. ბიზნესმენებისთვის ამ კვირაში მთავარი კოზირი მოთმინებაა, ფრთხილად უნდა იყვნენ საქმიან ურთიერთობებში, რომ არ მოტყუვდნენ. გამოიჩინეთ სათანადო ტაქტი და დიპლომატია და პირადი პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. ზოგადად, სიყვარულისთვის ახლა შესანიშნავი პერიოდია. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მშვილდოსანი

შეეცადეთ, ამ კვირაში მაინც განიტვირთოთ ზედმეტი კონტაქტებისა და სხვა ადამიანების საქმეებისგან. ორშაბათს მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება შეგაფერხოთ, დაგღალოთ და, პრაქტიკულად, სტრესამდე მიგიყვანოთ. არ დანებდეთ – ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ ამას მეტი ძალისხმევა დასჭირდება. ოთხშაბათს მთელი ენერგია უნდა მოახმაროთ ძველი პრობლემების გადაჭრას და წარმატებას მიაღწევთ იმ საქმეში, რომელიც აქამდე არ გამოგდიოდათ. ამ  კვირაში შესაძლებელია ახალი მომგებიანი კავშირები, ასევე მიიღებთ სასარგებლო ცოდნას და გამოცდილებას, რაც მომავალში გამოადგებათ. ოჯახის წევრებთან ყველა უთანხმოება მალე გაქრება, მათ მშვიდობა და ურთიერთგაგება ჩაანაცვლებს. შაბათ-კვირას შეეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თხის რქა

ამ კვირაში პროფესიულ ცხოვრებაში და ბიზნესში შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი ინოვაციური იდეები განახორციელოთ და თქვენი საუკეთესო შესაძლებლობები გამოავლინოთ. ბევრი არ ილაპარაკოთ, ეს ზედმეტი კონფლიქტებისგან გიხსნით და არაკეთილსინდისიერ ადამიანებს არ მისცემს შანსს, ჩაერიონ მოვლენების მსვლელობაში. სამშაბათს შეიძლება სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პრობლემები შეგექმნათ, ეს დამარცხებად არ მიიღოთ. პარასკევი ძალზე შრომატევადი დღეა, არ დაგრჩეთ ყურადღების მიღმა ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებიც კი. შაბათს  კარგად დაისვენეთ. გამოიყენეთ ეს დრო, ზოგადად, თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მერწყული

თქვენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი მოდის, შეიძლება ითქვას, ახალი ეტაპი. კვირის დასაწყისში მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და პერსპექტიული ნაცნობობა. ვარსკვლავები სამსახურში განსაკუთრებულ წარმატებას ჰპირდებიან იმ მერწყულებს, რომლებიც რაიმე სახის შემოქმედებით არიან დაკავებულნი. კარგი დროა კარიერული ჰორიზონტის გასაფართოებლად. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შესაძლებლობები შეიძლება გამოცადონ, შეძლებთ „გამოცდის“ წარმატებით ჩაბარებას. ოთხშაბათი შეიძლება რთული და სტრესული დღე იყოს, ამიტომ იყავით წინდახედული, რათა არ მოგატყუონ. ამ შაბათ-კვირას იზრუნეთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე, მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თევზები

ეს კვირა რთული და  ემოციურად საკმაოდ დაძაბულია. ორშაბათს ყველაფერში ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით – ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ეცადეთ, არ გარისკოთ. წინასწარ დაგეგმეთ ბიუჯეტი და შემდეგ თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. კარიერული წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროფესიული დონის გაუმჯობესებაზე მუშაობთ. ახლახან შეწყვეტილი საქმიანი და პირადი კონტაქტები შეიძლება განახლდეს. ამ კვირაში ზოგიერთი ოჯახური საკითხი შეიძლება თქვენი პრიორიტეტი გახდეს და განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვოს, თუმცა მათ არანაირად არ უნდა იმოქმედონ თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებზე.

სასიკეთო დღეები: 8, 12.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close