ხელოვნებასაბერძნეთი
ლონდონისა და ათენის მუზეუმებს შორის 200-წლიანი კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება – როგორ აღმოჩნდა ე. წ. ელგინის მარმარილოები ინგლისში (ვიდეო)
ე. წ. ელგინის მარმარილოები შესაძლოა საბერძნეთში მალე დააბრუნონ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთმა ბრიტანეთის მუზეუმთან უკვე მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას.
ათენის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში ითხოვდა მარმარილოს დაბრუნებას. უკვე მრავალი წელია, რაც არტეფაქტების გამო ლონდონსა და ათენს შორის უთანხმოებაა.
1832 წელს ბრიტანელმა დიპლომატმა ლორდ ელგინმა მარმარილოები პართენონიდან ჩამოხსნა და ლონდონში წაიღო. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არტეფაქტები კანონით ათენს ეკუთვნის.
კომენტარები