ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 იანვარი

კვირის დასაწყისი ის დროა, როდესაც განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას. ის განსაკუთრებით მკაფიო და სასარგებლო იქნება, დაგეხმარებათ არა მხოლოდ სირთულეების თავიდან აცილებაში, არამედ იმის მიღწევაში, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ურთიერთობები ადამიანებს შორის, რომლებმაც ადრე ვერ იპოვეს საერთო ენა, საგრძნობლად გაუმჯობესდება, რადგან თითოეული გაიგებს და პატივს სცემს სხვის ნამდვილ გრძნობებს. ამ კვირაში ჩხუბი და უთანხმოება შეიძლება წარსულში დარჩეს.

შუა კვირა ხელსაყრელია მეგობრული შეხვედრებისთვის, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ძველი კავშირების აღსადგენად. გაჩნდება ახალი გეგმები და ძალიან განსხვავებული ადამიანები გაერთიანდებიან თავიანთი იდეების განსახორციელებლად. შეიძლება შეიქმნას ძალიან უჩვეულო ალიანსები – საქმიანი, კრეატიული და რომანტიკული.

კვირის ბოლო დღეებში კარგი იქნება, თუ თავს ზედმეტად არ დაიტვირთავთ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ქაოსი და დაბნეულობა, ნუ ეცდებით ერთდროულად აითვისოთ ბევრი რამ. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და გადაუდებელია.

6 იანვრამდე მთვარე იზრდება, 7 იანვარს სავსემთვარეობაა, თვის მერვე დღეს კი ჩვენი პლანეტის თანამგზავრი კლების ფაზაში შევა. ამ პერიოდში, ჩვეულებრივ, აგრესიული ენერგია ჭარბობს და მთავარია ძალების პოზიტიური, შემოქმედებითი მიმართულებით წარმართვა. შეეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღება არ მიაქციოთ. თუ ცუდ განწყობას და გაღიზიანებას „ნებაზე მიუშვებთ“, ეს შეიძლება დიდხანს გაგყვეთ, ამიტომ ეცადეთ, პოზიტიური, ამაღლებული განწყობა და კარგი ხასიათი შეინარჩუნოთ.

ვერძი

ვერძი წლის დასაწყისში ძალიან აქტიური და ენერგიული იქნება. თამამად მიიწევთ წინ, დაიპყრობთ კარიერულ სიმაღლეებს და განახორციელებთ გრძელვადიან მიზნებს. წარმატებები სპორტში, სამსახურში და პირად ცხოვრებაში განწყობას აგიმაღლებთ, მაგრამ მატერიალური სიმდიდრის მისაღწევად ჩვეულებრივი მეთოდები არ იქნება საკმარისი, ამიტომ რაიმე ეფექტური მოძებნეთ.

2023 წლის 2-იდან 8 იანვრამდე ვარსკვლავები ვერძს დიდ ცვლილებებს ჰპირდებიან. ეს შეიძლება იყოს მივლინება ან შეხვედრა საინტერესო ადამიანთან. უფრთხილდით კონკურენციას გუნდში და ბიზნესში. თუ შესაძლებელია, დაიწყეთ რაიმეს სწავლა ან დაუბრუნდით კურსებს, რომელიც მიატოვეთ. დაიცავით პროფილაქტიკური ზომები ვირუსული დაავადების თავიდან ასაცილებლად.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 6.

კურო

ამ კვირაში კურო ჰარმონიულ ურთიერთობაში იქნება როგორც საკუთარ თავთან, ისე გარე სამყაროსთან. თავისუფალ დროს კომფორტულად გაატარებთ, მოინახულებთ სხვადასხვა სახის გამოფენას, წახვალთ თეატრში, კინოში. ამავე დროს, გამოავლენთ თქვენს შემოქმედებით ნიჭს და ახლობლებს გააოცებთ. ბიუჯეტში „ხვრელები“ ​​არ ჩანს, ამიტომ დაგროვილი თანხები მშვიდად და თავდაჯერებულად დახარჯეთ, რა თქმა უნდა, ზომიერად და საჭიროების შესაბამისად.

შუა კვირაში, დიდი ალბათობით, მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც, სავარაუდოდ, სამუშაოსთან იქნება დაკავშირებული. ამ ნიშნის მარტოხელა მამაკაცები შეიძლება შეხვდნენ მგრძნობიარე, გულწრფელ და მომხიბვლელ ქალს. ურთიერთობები ძლიერი და ხანგრძლივი იქნება, თუ კურო ყველაფერს თავად არ გააფუჭებს. ჯანმრთელობას რაც შეეხება: ვისაც ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადება აწუხებს, შესაძლებელია დაავადება გაუმწვავდეს.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

ტყუპი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებიან. გადაწყვეტილების მიღება სასწრაფოდ უნდა მოხდეს კვირის მეორე ნახევარში. არ გადადოთ ეს მომენტი, შეეცადეთ, არ დატანჯოთ მოლოდინებით როგორც საკუთარი თავი, ისე სხვები. თუ საქმე სამსახურს ეხება, მით უმეტეს, უფრო თავდაჯერებულად და პროფესიონალურად მოიქეცით.

ვარსკვლავები 2023 წლის 2 იანვრიდან 8 იანვრამდე დიდი ხნის პროექტის დასრულებას პროგნოზირებენ, რომელზეც ნაწილობრივ დამოკიდებულია თქვენი კარიერა და პოზიცია გუნდში, მაგრამ ფრთხილად იყავით ნებისმიერ დოკუმენტთან მუშაობისას, ყურადღებით შეამოწმეთ ყველაფერი, სანამ მათზე ხელს მოაწერთ, რათა არ მოგატყუონ. ტყუპებში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გულწრფელი და სტაბილურია, – სრული ურთიერთგაგება ამის დასტურია. თანხა საკმარისი გაქვთ, ასე რომ, უკან ნუ დაიხევთ და იყიდეთ, რაც გულით გინდათ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 8

კირჩხიბი

2023 წლის იანვარი კირჩხიბისთვის მკაცრი ეკონომიით დაიწყება. ის, რომ საახალწლოდ სოლიდური თანხა დახარჯეთ, ახლა უაზრო საქციელად მოგეჩვენებათ. უკან ვერაფერს დაიბრუნებთ, ასე რომ, დამშვიდდით და ორშაბათიდან ოთხშაბათამდე იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეამციროთ ხარჯები მინიმუმამდე. კარგია, რომ ახლობლები საჩუქრებისთვის „მადლობას“ პირადად გეტყვიან. ეს წინსვლის სტიმული იქნება და ოპტიმისტურ განწყობაზეც დაგაყენებთ.

ზოგადად, ეს კვირა კირჩხიბისთვის სასიამოვნო და მშვიდი იქნება, მაგრამ თუ ვინმეს ბევრი სამუშაო ექნება, წუწუნის გარეშე უნდა შეასრულოს. უფრო მეტიც, მიიღებთ ჯილდოს სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. ზოგიერთი თქვენგანი, საკუთარი შესანიშნავი პროფესიული შესაძლებლობების ფონზე, სწორედ ამ კვირაში გადაწყვეტს ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლას. ამავე დროს, ნუ დაივიწყებთ თქვენს ჯანმრთელობას, ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და იმას, თუ რას ჭამთ, რადგან შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავება.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

ლომი

ლომის შესანიშნავი განწყობა კვირის დასაწყისში აშკარა იქნება. ხუთშაბათისთვის ეს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი რამდენადმე შემცირდება, რაც პასიურს გაგხდით. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ნერვიული და გაღიზიანებული იქნება სისულელეების გამო. ამ კვირაში არ უნდა წამოიწყოთ ახალი საქმე, თუ სამოქმედო გეგმა ბოლომდე არ გაქვთ გააზრებული.

ვარსკვლავები პროგნოზირებენ, რომ 2023 წლის 2 იანვრიდან 8 იანვრამდე პერიოდში შესაძლოა არც ენერგეტიკული რეზერვები იყოს საკმარისი. ლომის ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს, სავარაუდოდ, პრობლემები ექნება საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ მიზეზი კარგად მოგეხსენებათ – დღესასწაულებზე ზედმეტი ალკოჰოლის მიღება ან ბევრი ჭამა. ოთხშაბათს საინტერესო შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდებათ, მაგრამ ჯერჯერობით ნურავის ეტყვით. ამ კვირაში განსაკუთრებით ბავშვები გაგამხიარულებენ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 8.

ქალწული

ქალწულს რთული, მაგრამ გასართობი გონებრივი სამუშაო ექნება. გარშემორტყმული იქნებით ადამიანებით, რომლებიც რჩევას და მხარდაჭერას ითხოვენ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ნუ დააყოვნებთ თქვენი გამოცდილების გაზიარებას. უფრო მეტიც, თქვენი ხედვა სიტუაციებისა და მუშაობის მეთოდების შესახებ რეალისტურია. ამ პერიოდში შეუძლებლად არაფერი მოგეჩვენებათ და ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება უფრო საინტერესოს გახდის თქვენს ცხოვრებას.

ამ კვირაში ქალწულს შეუძლია მოხიბლოს ირგვლივ მყოფები და მათი ყურადღება მიიპყროს. ეს ახალი მეგობრების შეძენაში დაგეხმარებათ. მარტოხელა ქალწულებმა შესაძლოა ცხოვრების პარტნიორი იპოვონ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შეეცადეთ ნაკლები საახალწლო ტკბილეულობა მიირთვათ.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 3.

სასწორი

მშვენიერი კვირა ელით სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც გულს მოუსმენს და არა გონებას. სადაც სიყვარულია, იქ ბედნიერება და სიმშვიდე აუცილებლად დამკვიდრდება. კოლეგებთან ურთიერთობაც ჰარმონიულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიღაც უნდა დაემშვიდობოს ილუზიებს პირად ცხოვრებაში. ვარსკვლავები სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ 2023 წლის 2-იდან 8 იანვრამდე უარი თქვან პარტნიორის მიმართ საყვედურებზე. პირიქით, არ დაიზაროთ, ერთმანეთს თუნდაც სასიამოვნო ფაქტები შეახსენოთ და თავიდან აიცილოთ მცირე კამათიც კი. ქორწინებაში თუ რამე მოხდა, მაშინ ორივე მხარე დამნაშავე იქნება.

ფინანსურ შემოსავალს ჯერ ნუ ელოდებით, კმაყოფილი იყავით იმით, რაც გაქვთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დალიეთ ვიტამინები გაციების რისკის შესამცირებლად. ფრთხილად იყავით თუ სპორტს მისდევთ – ამ პერიოდში ტრავმის მიღების რისკი გაზრდილია.

სასიკეთო დღეები: 2, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

მორიელი

ამ კვირაში მორიელი წარმატებას უნდა ელოდოს. თქვენ ჯიუტად და პატიოსნად იმუშავეთ, ამიტომ აღიარებას და ჯილდოს იმსახურებთ. წარმატებული იქნება ურთიერთთანამშრომლობაც, თუ ის საახალწლო დღეებში გაფორმდება. განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ფინანსური საქმეები. არის შანსი, დიდი ხნით ჩაეყაროს საფუძველი მნიშვნელოვან პროექტს, დაზოგოთ და გაზარდოთ კაპიტალი.

არაფერი შეუშლის ხელს, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა კიდევ უფრო ემოციური და ძლიერი გახდეს. მორიელმა, რომელიც ჯერ კიდევ არ „შებმულა საქორწილო უღელში“, კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადადგას და პირადი ცხოვრება მოიწყოს. ჯანმრთელობა არ შეგერყევათ, თუ კვების რეჟიმს დაარეგულირებთ და მეტს იმოძრავებთ. აკონტროლეთ მადა, რათა წონაში არ მოიმატოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 4.

მშვილდოსანი

რაც უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი იქნება მშვილდოსანი, მით უფრო სწრაფად წავა მისი საქმე წინ. ერთი შეხედვით ასეთი მარტივია სიტუაცია ამ კვირაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მოგვარდება მყისიერად და შეუძლებელი იქნება პროექტებიდან დაუყოვნებლივ მიიღოთ შედეგი. იყავით მომთმენი და თავშეკავებული – ყველაფერს თავისი დრო აქვს.

2023 წლის 2-იდან 8 იანვრამდე ზომიერად აქტიური და ინიციატივიანი იყავით პირადი მიზნების მიღწევის დროსაც, დაიცავით ეს წესი როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო საკითხებში. ჯანმრთელობა შესანიშნავი გაქვთ, არც უსახსრობას უჩივით. რომანტიკული ნაცნობობა მოსალოდნელი არ არის. იანვრის მესამე დეკადამდე თქვენს პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შაბათ-კვირას საინტერესო ამბებს შეიტყობთ.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 3.

თხის რქა

ახალი, 2023 წლის პირველი კვირა თხის რქას უამრავ სასიამოვნო წუთს, თბილ შეხვედრებსა და დაუვიწყარ მომენტებს მოუტანს. მხიარული და აქტიური ხართ და ეს უკვე შესანიშნავი ჯანმრთელობის ნიშანია. მართალია, ხუთშაბათს თქვენი ენერგია ოდნავ შემცირდება, მაგრამ ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის, თუ საკუთარ თავს აკონტროლებთ. გამორიცხული არ არის, რომ თავად შექმნათ ისეთი პირობები, რაც ირგვლივ მყოფებს გააღიზიანებს, – თქვენი შინაგანი დისკომფორტი მყისიერად გადაეცემა მათ, ვინც ახლოს იქნება.

ასე რომ, ამ კვირაში თხის რქამ ყოველმხრივ უნდა აკონტროლოს თავისი ენერგიის ნაკადი. მაგალითად, გამოიყენეთ ეს ენერგია სამსახურში, წადით სპორტდარბაზში… ამავდროულად, შესაძლოა ბევრი თავისუფალი დრო არ გქონდეთ დასაქმების გამო ერთ-ერთ სფეროში, სადაც პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ ღირსეული დივიდენდები გელით.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 7.

მერწყული

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მერწყული ყველაფერს „ხვალისთვის“ გადადებს. ნუ ეცდებით ახალი პროექტების განხორციელებას, სანამ ძველს არ დაამთავრებთ. ზოგადად, სამსახურში ყველაფერი საუკეთესოდ არის, მაგრამ საშინაო პრობლემები შეიძლება მოულოდნელად წარმოიშვას და ისინი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

ვისაც სადღესასწაულო დღეებში მუშაობა მოუწევს, არ ინერვიულოს, რადგან ხელმძღვანელობა ამ ფაქტს გაითვალისწინებს და სათანადოდ დაჯილდოვდებით. 2-იდან 8 იანვრამდე ჯილდო და აღიარება გარანტირებული გაქვთო, ასე „ამბობენ“ ვარსკვლავები. თუ მერწყული უცხო ქვეყანაშია, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა იყოს კვების მხრივ. არ არის გამორიცხული ახალი კერძების გასინჯვის შემდეგ მოწამვლა ან ალერგია. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. პირად ცხოვრებაში აპათია დაგეუფლებათ და არაფრის შეცვლის სურვილი გექნებათ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 3.

თევზები

ამ კვირაში თევზების ნიშნის ბევრ წარმომადგენელს საყვარელ ადამიანებთან ემოციური ურთიერთობა ექნება. არის შესაძლებლობა, შეიკრიბოთ და გულით ისაუბროთ, გაერთოთ და გაიხსენოთ გასული წლის მოვლენები. ოთხშაბათიდან იყავით ყურადღებიანი ყველაფრის მიმართ, რაც ხდება. ზოგი რამ წარსულის გამოძახილი იქნება, გაიძულებთ გადახედოთ გეგმებს და შეცდომები გამოასწოროთ.

პროფესიულ სფეროში ბევრი საინტერესო და ძალზე პერსპექტიული სამუშაოა მოსალოდნელი. მაღალია ალბათობა, რომ ამ კვირაში თევზებმა სასიამოვნო პრემიები მიიღონ იმისთვის, რაც აქამდე გააკეთეს. სასიყვარულო სფეროში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. დიდი შანსია, მარტოხელა თევზები შეხვდეს ადამიანს, რომელიც მისი საიმედო პარტნიორი იქნება. არ არის გამორიცხული მოულოდნელი სტუმრების ვიზიტი, რაც თქვენს სახლში ატმოსფეროს გამოაცოცხლებს და უფრო სადღესასწაულოს გახდის.

სასიკეთო დღეები: 2 , 7.

არასასიკეთო დღე: 4.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close