რჩევებიშეუცნობელი

ეზოთერიკოსი ასახელებს წელიწადის 6 მნიშვნელოვან დღეს, რომელსაც განსაკუთრებული ენერგია აქვს

ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა აცხადებს, რომ ადამიანები მადლიერნი უნდა იყვნენ იმით, რაც წინა წელმა მისცათ. 

„აუცილებელია მადლიერება, მადლიერები უნდა ვიყოთ, რაც მოგვცა ამ წელმა. თუ რაღაც არ აგვისრულდა, უნდა დავფიქრდეთ, რა გავაკეთეთ არასწორად. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე, ყველას შეუძლია აისრულოს ის, რაც სურს. მთავარია გულწრფელად გვინდოდეს რაღაც“, – განაცხადა სუსლოვამ „ფორმულას“ ეთერში.

მან ასევე განმარტა, როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები სწორად, რომ ისინი ასრულდეს:

წელიწადში არსებობს 6 მნიშვნელოვანი დღე, რომლებსაც აქვს განსაკუთრებული ენერგია.

ესენია: ჩვენი დაბადების დღე, ახალი წელი, 21 მარტი, 21 ივნისი, 21 სექტემბერი და 21 დეკემბერი.

სურვილის ჩაფიქრებისას, თუ გვინდა, მაგალითად, მანქანა, უნდა ვიცოდეთ, როგორი მანქანა გვინდა. მაქსიმალურად დეტალურად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. ასევე, უნდა ვეცადოთ, გავთავისუფლდეთ ძველი რაღაცებისგან და შემოვიდეს ახალი, იქნება ეს ნივთი თუ სხვა რამ“.

მისივე თქმით, სურვილების ჩაფიქრებამდე კარგია, თუ მთელ სახლს დავალაგებთ და გზას გავუხსნით ახალ შესაძლებლობებს. აანთეთ სანთელი, დადგით ერთი ჭიქა წყალი, დაწერეთ სურვილები, შემდეგ ეს ფურცელი დაწვით და ფერფლი გადაყარეთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close